Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

30.10.2012

 

 

 

 

 

 

მარტვილურ-ზესტაფონური ურთიერთობების ისტორია

 

 

 

 

 

 

 

 

ოთხშაბათს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. მარტვილის ცენტრალური სტადიონი უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს - ადგილობრივი "მერანი" საქართველოს მოქმედ ჩემიონს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დაუხვდება.

 

 

ამ ორი კლუბის პირველი გუნდების ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყებს ათვლას - "ზესტაფონისა" და მარტვილის "მერანის" პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის არენამ უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ექს-ზესტაფონელმა გიგა ამბროლაძემ გაიტანა.

 

შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა - ის მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად შემართულმა იმერლებმა მოიპოვეს.

 

"მერანისა" და "ზესტაფონის" რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი - 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკე გორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია - 3 (2-3, 3-3, 4-4).

 

აღსანიშნავია ხვალინდელი მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც - ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" რიგით მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში "ჰეთ-თრიქით" თავი შოთა გრიგალაშვილმა (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.

 

მარტვილელთა და ზემოიმერელთა სადღეისოდ ბოლო შეხვედრა მიმდინარე სეზონის პირველი ტურის მატჩში შედგა. 2012 წლის 11 აგვისტოს "ზესტაფონმა" "მერანს" "დავით აბაშიძეზე" 3-1 მოუგო. ანგარიში ზესტაფონელთა მიერ "მერანში" განათხოვრებულმა საბა ლომიამ გახსნა, რასაც მასპინძლებმა თორნიკე გორგიაშვილის, თორნიკე აფციაურისა და პატრიკ მილხრაუმის გოლებით უპასუხეს.

 

მარტვილის "მერანთან" ხვალ გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005