Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

27.10.2012

 

 

 

 

 

 

ივუარელი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

 

 

 

 

 

 

 

ბოტი გოა დემელი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა - 23 წლის ახალწვეულის სახელია ბოტი გოა დემელი. სპილოს ძვლის ნაპირელი ფორვარდი, რომელსაც კარიერის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებში უასპარეზია, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

 

 

ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:

 

ბოტი გოა ტიროლენ ორფე დემელი - თავდამსხმელი; დაბადებული - 03.03.1989; სიმაღლე - 183 სმ, წონა - 77 კგ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”კრეტეი” (საფრანგეთი) - 2006 - 2007, ”ბენფიკა-B” (ლისაბონი, პორტუგალია) - 2007 - 2008, ”ჟირონა” (ესპანეთი) - 2009, ”მიკა” (ერევანი, სომხეთი) - 2009- 2011, ”რუსენბორგი” (ნორვეგია) - 2011, ”მიკა” (ერევანი, სომხეთი) - 2012.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და კოტ-დ'ივუარელ ფეხბურთელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2013 წლის 31 იანვრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც.

 

უნდა ითქვას ისიც, რომ ბოტი გოა დემელი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ღირსებას 37-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012