Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

26.10.2012

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" და "დინამო"

 

 

 

 

 

 

 

".

შაბათს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. "დინამო-არენა" ადგილობრივი კლუბისა და ზესტაფონელთა მორიგ, რიგით ოცდამეექვსე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს - საქართველოს XXIV ეროვნული პირველობის პირველი წრის დასკვნითი ტურის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემიონი საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” ესტუმრება.


 


 


საბჭოთა პერიოდის საქართველოს მთავარ გუნდთან ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს ათვლას... 1991-2003 წლებში გამართულ მატჩებში ”მარგვეთმა” და ”მეტალურგმა” ვერ მოახერხეს თბილისელთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დინამოელთა ულაპარაკო დომინირების პირობებშიც ("დინამომ" გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული ყველა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო) კი ზესტაფონის "მარგვეთმა" თბილისელები ორ შეხვედრაში მაინც დაამარცხა.


 


რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" "ურთიერთობებს" - სადღეისოდ გუნდებმა ერთმანეთში 25 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 12-ში გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 7 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც მცირე უპირატესობა სწორედ თბილისელ ფეხბურთელებს გააჩნიათ - 31:22.


 


საკმაოდ ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური "ჯახები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ მცირე უპირატესობას იმერლები ფლობენ: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელაც გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.


 


საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია - დღესდღეობით სწორედ თბილისური კლუბის ფორვარდს თავის დროზე "დინამოს" კარში 4 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია...


 


საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" ხვალ გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველ არხზე” გადაიცემა.

.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005