Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

26.10.2012

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონში" საბრძოლო განწყობაა

 

 

 

 

 

 

 

"დინამო-არენაზე" შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება...

თბილისის "დინამოს" და "ზესტაფონის" დაპირისპირების მოლოდინი საკმაოდ დიდია. "დინამოს" სამი ქულა სჭირდება იმისათვის, რომ სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცოს, ხოლო მოქმედ ჩემპიონს იმისათვის, რომ სამეულში შესვლა მოახერხოს.

 

მარგველთა ბანაკში საკმაოდ კარგი ვითარებაა. allsport-ი "ზესტაფონის" ფეხბურთელებს მატჩისწინა განწყობაზე ესაუბრა.

 

თორნიკე აფციაური: "გუნდში დადებითი განწყობაა. ვემზადებით ისე, როგორც ნებისმიერი თამაშის წინ. უფლება არ გვაქვს ქულები დავკარგოთ, აუცილებლად მოგება გვჭირდება. სამწუხაროდ, დანაკლისიც გვაქვს - მენთეშაშვილი გამოტოვებს შეხვედრას. დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია. აუცილებლად ვიბრძოლებთ სამი ქულისთის".

 

"ზესტაფონს" გარკვეული პაუზის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილი უბრუნდება, რომელსაც ტრავმვის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა. გორგიაშვილი მოახლოვებული მატჩისათვის გუნდთან ერთად ემზადება და მზადაა გუნდის დასახმარებლად.

 

თორნიკე გორგიაშვილი: " მზად ვარ ჩემი გუნდის დასახმარებლად. მწვრთნელის გადასაწყვეტია ვითამაშებ თუ არა. "დინამოსთან" თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ გუნდში საბრძოლო განწყობაა და მოსაგებად ვიბრძოლებთ".

 

მეგი კუპატაძე, www.allsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012