18.10.2012
სერბი ახალწვეული მარგველთა რიგებში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 22 წლის ახალწვეულის სახელია იგორ იელიჩი. სერბი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს სერბეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ბელგრადის ”ოფკ”-ში ასპარეზობდა, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:
იგორ იელიჩი - ნახევარმცველი; დაბადებული - 28.12.1989; სიმაღლე - 192 სმ, წონა - 76 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”სინდელიჩი” (ბელგრადი) - 2007- 2008, ”ვოზდოვაცი” (ბელგრადი) - 2008-2010, ”მლადოსტი” (აპატინი) - 2010, ”ოფკ” (ბელგრადი) - 2010-2012. მიმდინარე სეზონში იელიჩმა 1 შეხვედრა "ნოვი პაზარის" შემადგენლობაშიც ჩაატარა, თუმცა ამ კლუბის და ფეხბურთელის გზები ერთმანეთს მალევე გაეყარა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და იგორ იელიჩს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2012 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის სამი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც.
უნდა ითქვას ისიც, რომ იგორ იელიჩი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
|