Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

10.10.2012

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები "ზესტაფონიდან"

 

 

 

 

 

 

 

 

ორდღიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა და საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა. იმერული კლუბის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიში იმითაც იყო საინტერესო, რომ მოედანზე რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა.

 

დღევანდელ ვარჯიშს საპატიო მიზეზის გამო აკლდა როინ კვასხვაძე - როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა გოლკიპერი თემურ ქეცბაიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.

 

რაც შეეხება დღევანდელ ვარჯიშზე გამოჩენილ "ახალ სახეებს" - დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს 24 წლის ქართველმა ფორვარდმა რევაზ ბარაბაძემ და 22 წლის სერბმა ნახევარმცველმა იგორ იელიჩმა, რომელიც ბოლოს ბელგრადის "ოფკ"-ში ასპარეზობდა. ზესტაფონშივე იმყოფება 23 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი ბოტი გოა დემელიც (მას ფრანგულ "კრეტეიში", პორტუგალიურ "ბენფიკაში", ნორვეგიულ "რუსენბორგში" და სომხურ "მიკაში" უასპარეზია), თუმცა ეს ფეხბურთელი მცირე ტრავმამ შეაწუხა და მოედანზე მას რამდენიმე დღეში ვიხილავთ. იმერული კლუბისა და ზემოთნახსენები ფეხბურთელების სამომავლო ურთიერთობათა საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.

 

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ 13 ოქტომბერს "ზესტაფონი" სანაკრებო მატჩების გამო შექმნილი პაუზის "შესავსებად" სპარინგ-შეხვედრას გამართავს - ქვეყნის ჩემპიონი საკუთარ ბაზაზე საჩხერეს საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დაუხვდება.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012