Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.10.2012

 

 

 

 

 

 

სამზადისი მორიგი მატჩისთვის

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მოახლოვებული მატჩისათვის ემზადება. 7 ოქტომბერს, საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში, მარგველები თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”სიონს” ესტუმრებიან.

 

გუშინ ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა, ჩვეულებისამებრ, საკუთარი ბაზის მწვანე მინდორზე ივარჯიშა. ვარჯიშის ფუნქციონალურ მომზადებაზე გათვლილი სასტარტო ნაწილის დასრულების შემდეგ, აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ღონისძიებებზე იქნა გადატანილი ...

 

რაც შეეხება დღევანდელ ვარჯიშს, დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ ფეხბურთელები ძირიდად ბურთთან "ურთიერთობით" დატვირთეს და მოედანზე ერთბაშად რამდენიმე ძალიან საინტერესო "ჯახი" გაჩაღდა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემების გამო დღეს არ უვარჯიშიათ გურამ სამუშიასა და კახაბერ მეშველიანს. სასიხარულოა, რომ სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგნენ თორნიკე აფციაური და გუნდის გერმანელი ლეგიონერი პატრიკ მილხრაუმი, რომელსაც ფოთში მიღებული ტრავმის გამო ორ კვირაზე მეტი გაუცდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გუნდთან ერთად იმყოფებიან, თუმცა ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან გიორგი ხიდეშელი და თორნიკე გორგიაშვილი.

 

ბოლნისის ”სიონთნ” გასამართი მეცხრე ტურის მატჩი კვირას, 7 ოქტომბერს, გაიმართება. ორგზის ჩემპიონებისა და ქვემოქართლელთა დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება. ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012