Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

01.10.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მერვე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე საჩხერეს ”ჩიხურას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, გაგოშიძე, თვალავაძე, ლეკვეიშვილი, შალამბერიძე, შარვაძე (ჯუღელი, 70), კიკნაველიძე (საცერაძე, 67), ჭანტურიშვილი, შინდაგორიძე, ეგუტიძე (ხუჯაძე, 36), კერძევაძე (გიორგობიანი, 59).

 

პირველ რიგში, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ საჩხერელ დუბლიორებთან დღევანდელი დაპირისრება, ამ კლუბების ძირითადი გუნდების გუშინდელი მატჩის მსგავსად, უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა, თუმცა, გუშინდელისგან განსხვავებით, უხვგოლიანიც გამოდგა...

 

შეხვედრის პირველი წუთები სტუმართათვის შოკისმომგვრელად წარიმართა, მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 4 წუთში ზესტაფონელები ორი ბურთი სხვაობით იგებდნენ - 3-ე და 4-ე წუთებზე დუბლით თავი გუნდის 16 წლის ახალწვეულმა ილია კერძევაძემ გამოიჩინა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა უპირატესობა გამანადგურებელი გახდა - 48-ე და 55-ე წუთებზე დუბლი უკვე ბერდია შარვაძემ გაიფორმა. მატჩის დასკვნითი ნაწილი კი მოულოდნელი სცენარით წარიმართა. მასპინძლებმა საქმე "გაკეთებულად" ნაადრევად მიიჩნიეს და ამისათვის კინაღამ დაისაჯნენ - გიორგი ქიმაძის დუბლისა (71-ე და 75-ე წუთები) და თორნიკე მუმლაძის გოლის (89-ე წუთი) წყალობით საჩხერელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მატჩი ვეღარ გადაარჩინეს. ზესტაფონელთა გამარჯვება - 4-3.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012