27.09.2012
დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩი
2012 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, შალამბერიძე, გაგოშიძე, ჯიქიძე (ჯუღელი, 46), გაჩეჩილაძე, შარვაძე, კიკნაველიძე, ხუჯაძე, ეგუტიძე, ღირდალაძე, კვერნაძე.
შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხრივ იერიშებში და მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ზესტაფონელებმა დაწინაურება ტაიმის ბოლოსკენ მოახერხეს - 33-ე წუთზე სტუმართა მრავალსვლიანი შეტევა ზუსტი დარტყმით ოთარ კვერნაძემ დააგვირგვინა. შესვენებაზე გუნდები სწორედ იმერელთა მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში უკვე თბილისელები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს მარგველთა კართან და 59-ე წუთზე ლევან კუხალეიშვილის გოლის წყალობით ანგარიში საყაიმო გახადეს. მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა მატჩის მოსაგებად კი გაიწიეს, თუმცა საბოლოოდ დეღვანდელი დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა. უნდა ითქვას ისიც, რომ გუნდებმა შეხვედრა არასრული შემადგენლობებით დაასრულეს - ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილი შეკამათების გამო მატჩის არბიტრმა ზვიად ასკაროღლიმ მოედანი ზესტაფონელ ღირდალაძეს და თბილისელ გახარიასა და გაგნიძეს დაატოვებინა...
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|