ხვალ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გასამართსაქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ჩემიონი ეროვნული თასის მფლობელ გორის ”დილას” უმასპინძლებს.
მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 17 შეხვედრას ითვლის. "ზესტაფონისა" და გორის "დილას" მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 14 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 12 მოიგეს და მხოლოდ 2 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირობო უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 32-11.
გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ სრული თანაფარდობაა - 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5.
ზესტაფონელები მნიშვნელოვანი მატჩისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. გუშინ გუნდი ქუთაისში იმყოფებოდა და რესტავრაციის შემდეგ გახსნილი ბაგრატის ტაძარი მოილოცა. გუშინ საღამოს კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ძალიან საინტერესო ორმხრივი მატჩი გაიმართა. დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ ფეხბურთელებს ტაქტიკური ხასიათის არაერთი დავალებაც შეასრულებინეს და გუნდის უახლოესი რეზერვიც იხილეს საქმეში.
გორელებთან ხვალ გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება... ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა გუშინდელი ვარჯიშისა და ორმხრივი მატჩის მიმდინარეობას ასახავს.