16.09.2012
დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩი
2012 წლის 16 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი-1913"-ს მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, რობაქიძე, შალამბერიძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე (კიკნაძე, 58), ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, შარვაძე, ღირდალაძე.
შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხრივ იერიშებში და მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - თავი 10-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ გამოიჩინა. მასპინძლებმა კი სტუმართა გოლს 20-ე წუთზე უპასუხეს - ფოთელმა ბიძინა გუჯაბიძემ თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც თანაბარი გამოდგა. მატჩის ბედის სათავისოდ შემოტრიალების შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა საბოლოოდ მატჩის პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა - 1-1. მიმდინარე ჩემპიონატში ზემოიმერლებმა პირველი ქულები დაკარგეს და სადღეისოდ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში დაწინაურებულ თბილისის დინამოელებს სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩებიან.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|