წლეულს საქართველოს კლუბები უეფას ტურნირებზე წარმატებით ვერ გამოვიდნენ. მხოლოდ გორის "დილამ" მოახერხა ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გაღწევა. ამის მიუხედავად, უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც პატარა ამბავი არ უნდა იყოს...
საქართველომ 9.166 ქულა დააგროვა და გაასწრო სლოვენიას, ფინეთს, მოლდოვასა და ლიტვას, რომლებიც მცირე ხნის წინათ ჩვენზე წინ იყვნენ...
ქართული კლუბებიდან რეიტინგში ყველაზე წინ ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონია", რომელიც 214-ე პოზიციაზეა. სულ უეფას რეიტინგის 400 საუკეთესოში შვიდი ქართული კლუბი მოხვდა, რომლებიც შემდეგ ადგილებს იკავებენ.
ადგილი
კლუბი
კოეფიციენტი
214
"ზესტაფონი"
5.833
229
"დინამო"
5.333
240
"მეტალურგი"
4.833
292
"დილა"
3.333
294
"ვიტ ჯორჯია"
3.333
341
"გაგრა"
2.333
353
"ტორპედო"
2.083
იბეჭდება შემოკლებით ...
მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"