Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

03.09.2012

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 3 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბათუმის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, რობაქიძე, შალამბერიძე (კვერნაძე, 68), კიკნაველიძე, ბენაშვილი, გაჩეჩილაძე, შარვაძე, სარდალიშვილი (ხუჯაძე, 61), კიკნაძე (ღირდალაძე, 46), წინამძღვრიშვილი.

 

პირველ რიგში, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, ზესტაფონელთა რიგებში კვლავ გამოჩნდა რატი წინამძღვრიშვილი. ზემოიმერელთა ფორვარდი მწვანე მინდორს სწორედ დღევანდელ მატჩში დაუბრუნდა...

 

ზესტაფონელ და ბათუმელ დუბლიორთა შეხვედრა სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა 6-ე წუთი, როდესაც ზღვისპირელთა კოტდივუარელმა ფორვარდმა ტიერი აისანმა თავის გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და შესვენებისათვის მარგველები უკვე 2-1 ამარცხებდნენ მეტოქეს - 15-ე წუთზე ანგარიში რატი წინამძღვრიშვილმა გაათნაბრა, ხოლო 28-ეზე მიშიკო სარდალიშვილმა წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა.

 

ბათუმელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში მათ დუბლიორთა ტურნირის ლიდერს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს - 80-ე წუთზე თავი აივენგო ვარშანიძემ გამოიჩინა. ამ გოლმა შეხვედრის დასკვნით ნაწილს უდიდესი ინტრიგა შესძისნა. თუმცა აქ უკვე ზესტაფონელებმა გამოავლინეს მებრძოლი თვისებები და 83-ე წუთზე ოთარ კვერნაძის მიერ გატანილი გოლით გამარჯვებაც მოიპოვეს - 3-2.

.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012