Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

30.08.2012

 

 

 

 

 

 

სამზადისი მეოთხე ტურის მატჩისთვის

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მოახლოვებული მატჩისათვის ემზადება. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გიორგი ჭიაბრიშვილმა მარგველთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, კარსმომდგარი მატჩებისათვის გუნდს გიორგი ყიფიანი ამზადებს. მოგახსენებთ იმასაც, რომ საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ნიგერიელმა თავდამსხმელმა აბაიომი ოვონიკოკომ დატოვა - მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

 

რაც შეეხება ზესტაფონელთადღევანდელ ვარჯიშს - ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით გამართული მატონიზირებელი ხასიათის "შესავალი ნაწილის" შემდეგ, გიორგი ყიფიანმა გუნდი უკვე ბურთით ავარჯიშა და მოედანზე საინტერესო "ორკარა" გაჩაღდა. უნდა ითქვას, რომ გუნდში გასინჯვაზე იმყოფება 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ალან ლეანდრო და სილვა პინეირო, რომელსაც კარიერის მანძილზე თავის ქვეყნის სხვადასხვა კლუბში უასპარეზია.

 

ბათუმის ”დინამოსთან” გასამართი ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი კვირას, 2 სექტემბერს, გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონისა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ზღვისპირელების დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005