Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

24.08.2012

 

 

 

 

 

 

 

"წითლების" და "მწვანეების" მორიგი დაპირისპირება

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოახლოებული მატჩებისათვის მზადების განაგრძობს. გუშინ გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და ზემოიმერელთა ბაზაზე ძალიან საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.

 

 

 

"გუნდებმა" ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

 

”მწვანეები”: კვასხვაძე, ელიავა, გაგოშიძე, კაჭკაჭიშვილი, რობაქიძე (ჭანტურიშვილი), კვეკვესკირი, ბაბუნაშვილი, რაჟამაშვილი, მუჯირი, ოვონიკოკო, ვასილიევი.

 

”წითლები”: მამალაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კობახიძე, თედო გრიგალაშვილი, ღონღაძე, გორგიაშვილი, შარიქაძე, მილხრაუმი (კიკნაძე), სარდალიშვილი, აფციაური, კვერნაძე.

 

შეხვედრა, რომელშიც პირობითმა გუნდებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”წითლების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - როინ კვასხვაძის კარი ზუსტი დარტყმით ოთარ კვერნაძემ აიღო. მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში მიშიკო სარდალიშვილმა თავის გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა, თუმცა, ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ ”მწვანეებმა” იგდეს და მატჩის დასკვნით ნაწილში გოლებიც მხოლოდ მათ გაჰქონდათ. ოპონენტთა დამწუხრება შოთა ბაბუნაშვილმა, აბაიომი ოვონიკოკომ და ორჯერ დმიტრი ვასილიევმა მოახერხეს - ”მწვანეების” გამარჯვება ანგარიშით 4-2.

 

სხვადასხვა მიზეზის გამო, გუშინდელ ”შიდა გარჩევაში” მონაწილეობა ზურაბ მენთეშაშვილმა, ალექსი ბენაშვილმა და გურამ სამუშიამ ვერ მიიღეს. ეს ფეხბურთელები მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005