12.08.2012
დუბლიორთა ტურნირის წარმატებული სტარტი
2012 წლის 12 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირმა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: გიორგაძე (მახათაძე, 73), გაგოშიძე, შალამბერიძე, რობაქიძე, ჯიქიძე, კიკნაველიძე, ჭანტურიშვილი, შარვაძე, რაჟამაშვილი (ხუჯაძე, 66), სარდალიშვილი (ეგუტიძე, 69), ღირდალაძე (გაჩეჩილაძე, 78).
ზესტაფონელ და მარტვილელ დუბლიორთა შეხვედრა პირველივე წუთებიდან მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შესვენებისათვის ეს უპირატესობა ორ გოლში იყო ასახული - 36-ე წუთზე ბერდია შარვაძის მიერ გატანილ გოლს 43-ე წუთზე ნიკა შალამბერიძის შორიდან გამოზომილი დარტყმული მოჰყვა.
მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად, მათ მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილიც შეტევებში გაატარეს და სტუმართა კარში კიდევ ოთხი გოლის გატანა შეძლეს - 52-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა ანგარიში სამამდე გაზარდა, 69-ეზე ზურაბ ღირდალაძემ მარტვილელები მეოთხედ დაამწუხრა, ხოლო 75-ე და 84-ე წუთებზე გატანილი გოლებით ბერდია შარვაძემ დღევანდელ შეხვედრაში "ჰეთ-თრიქიც" შეასრულა და იმერულ-მეგრული დაპირისპირების საბოლოო შედეგის შემოქმედიც გახდა - ზესტაფონელთა პირველი წარმატება ახალ სეზონში - 6-0.
|