დუბლიორთა ტურნირის პირველი ეტაპი დასრულდა.
2010 წლის 10-13 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის მატჩები. მარგველთა რეზერვისტებმა ზესტაფონში თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: იმერლიშვილი, ცხადაია, გაგოშიძე, გრიგალაშვილი, მაკარიანი (ლურსმანაშვილი, 77), გეწაძე, მიქაბერიძე (გაჩეჩილაძე, 60), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი (თუხარელი, 48), ლომია (ღირდალაძე, 70), ჩიხლაძე (კიკნაველიძე, 71).
ზამთრის შესვენებამდე გასამართი დასკვნითი მეთვრამეტე ტურის შეხვედრა ზესტაფონელთა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში უკვე 9-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ გახსნა, 38-ე წუთზე საბა ლომიამ თავის გუნდის უპირატესობა გააორმაგა, 56-ე წუთზე თავი ნიკოლოზ ჩიხლაძემ გამოიჩინა, ხოლო 76-ეზე ზურა ღირდალაძემ ანგარიში გამანადგურებელიც გახადა. ვეტერინარებმა ”პრესტიჟის” გოლის გასატანად გაიწიეს და 77-ე წუთზე მათ ამის შესაძლებლობაც მიეცათ, თუმცა ზესტაფონელთა გოლკიპერმა რატი იმერლიშვილმა ჯერ ბექა ზაქრაძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დატყმა მოიგერია, შემდეგ კი დამატებისას იყოჩაღა. ამის მიუხედავად, თბილისელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს - 89-ე წუთზე მშრალი ანგარიშით წაგებისაგან თავის გუნდი ისევ ბექა ზაქრაძემ იხსნა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.
|
უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა 2010-2011 წ. ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი
|
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
დინამო |
18 |
12 |
2 |
4 |
36-18 |
38 |
2 |
ვიტ-ჯორჯია |
18 |
9 |
3 |
6 |
26-23 |
30 |
3 |
ბაია |
18 |
8 |
4 |
6 |
30-29 |
28 |
4 |
კოლხეთი |
18 |
7 |
4 |
7 |
25-30 |
25 |
5 |
ტორპედო |
18 |
7 |
3 |
8 |
26-27 |
24 |
6 |
ზესტაფონი |
18 |
7 |
3 |
8 |
39-35 |
24 |
7 |
ოლიმპი |
18 |
6 |
5 |
7 |
39-37 |
23 |
8 |
|
18 |
7 |
1 |
10 |
22-38 |
22 |
9 |
|
18 |
6 |
4 |
8 |
27-21 |
22 |
10 |
სიონი |
18 |
5 |
3 |
10 |
26-38 |
18 |
16.08.2010. ”დინამო-2” - ”ზესტაფონი-2” 4-2 (ჩიხლაძე, 17 და 34 წუთები).
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, გრიგალაშვილი (თუხარელი, 57), გაგოშიძე, მაკარიანი (ლურსმანაშვილი, 85), ბენაშვილი, ცხადაია, გორგიაშვილი, მიქაბერიძე (კაპანაძე, 85), ჭანკოტაძე (შარვაძე, 76), ლომია, ჩიხლაძე (სარდალიშვილი, 74).
შეხვედრა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი სტუმრებმა აღმავლობით ჩაატარეს და ნიკა ჩიხლაძის დუბლის (17-ე და 34-ე წუთები) წყალობით მატჩის პირველი ნახევარი მოიგეს კიდეც 2-0. თუმცა მეორე ტაიმში სურათი მკვეთრად შეიცვალა და იმის მიუხედავად, რომ ბურთს მეტწილად ისევ სტუმრები ფლობდნენ, გოლები უკვე მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ - 55-ე წუთზე გიგა წენგუაშვილმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, 60-ეზე გიორგი ოთარაშვილმა ანგარიში საყაიმო გახადა, 63-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ წინ უკვე დინამოელები გაიყვანა, ხოლო საბოლოო წერტილი ირაკლი ლექვთაძემ 76-ე წუთზე დასვა. დასანანი მარცხი 4-2. |
22.08.2010. ”ზესტაფონი-2” - ”სპარტაკი-2” 2-1 (კობახიძე, 43; შარვაძე, 89).
”ზესტაფონი-2”: მამალაძე, კობახიძე, ცხადაია, გრიგალაშვილი, მაკარიანი (კიკნაველიძე, 66), გეწაძე, მიქაბერიძე (სარდალიშვილი, 46), ჭანკოტაძე (შარვაძე, 46), თუხარელი (გაგოშიძე, 46), ლომია, ჩიხლაძე (სარდალიშვილი, 70).
ანგარიში 32-ე წუთზე ცხინვალელმა ილია ბუზალაძემ გახსნა, თუმცა პირველივე ტაიმის მიწურულს (43-ე წუთი) მამუკა კობახიძემ მოედანზე ”ძალთა თანაფარდობა” აღადგინა. გადამწყვეტი მატჩის 89-ე წუთი გამოდგა, როდესაც ბერდია შარვაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა და მასპინძლებს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა - 2-1. |
30.08.2010. ”ზესტაფონი-2” - ”ოლიმპი-2” 4-4 (გეწაძე, 2; ჩიხლაძე, 79; ლომია, 86 და 90 წუთები).
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, კობახიძე, ცხადაია, გრიგალაშვილი, მაკარიანი (კიკნაველიძე, 46), გეწაძე (გაგოშიძე, 39), მიქაბერიძე (თუხარელი, 54), ჭანკოტაძე (სარდალიშვილი, 67), გორგიაშვილი (შარვაძე, 74), ლომია, ჩიხლაძე.
იმერელთა და ქვემოქართლელთა დუბლიორთა შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. უკვე 2-ე წუთზე ანგარიში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ზესტაფონელმა როსტომ გეწაძემ გახსნა, თუმცა 6-ეზე კონსტანტინე გაბაშვილმა აღადგინა წონასწორობა. 71-ე წუთზე, დავით ხოჭოლავას ზუსტი დარტყმის შემდეგ, წინ უკვე სტუმრები გავიდნენ, მაგრამ 79-ეზე უკვე ნიკოლოზ ჩიხლაძემ ისახელა თავი და ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. მატჩის მიწურულს სიტუაცია მოედანზე ”ელვის სისწრაფის” იცვლებოდა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა 150-მდე მაყურებელმა ღია და ძალიან სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. 83-ე და 85-ე წუთებზე ”დუბლი” შეცვლაზე შესულმა რუსთაველმა სანდრო კვარაცხელიამ შეასრულა (ორივე ამ ეპიზოდში გამოსარჩევია ვალერი ყაზაიშვილის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა) და მაშინ, როდესაც დღევანდელი დაპირისპირების ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, ზესტაფონელმა საბა ლომიამ საპასუხო ”დუბლი” (86-ე და 90-ე წუთები) მიითვალა და თავის გუნდს ქულაც მოუტანა - 4-4. |
12.09.2010. ”ბაია-2” - ”ზესტაფონი-2" 3-2 (ჭანკოტაძე, 18; შარვაძე, 22).
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, მნათობიშვილი, გაგოშიძე, ლურსმანაშვილი, კაპანაძე (ღირდალაძე, 77), გეწაძე, ჭანკოტაძე, თუხარელი (კიკნაველიძე, 87), სარდალიშვილი, ლომია (შარვაძე, 17), ჩიხლაძე (გრიგალაშვილი, 65).
შეხვედრა თბილისის დინამოელებთან ამასწინანდელი მატჩის მსგავსი სცენარით წარიმართა. პირველი ტაიმი სტუმრებმა აღმავლობით ჩაატარეს და გიორგი ჭანკოტაძისა (17-ე წუთი) და ბერდია შარვაძის (22-ე წუთი) გოლების წყალობით მატჩის პირველი ნახევარი მოიგეს 2-0. მეორე ტაიმში კი სურათი მკვეთრად შეიცვალა, მოვლენები "დინამოს" რეზერვისტებთან მატჩის მსგავსად განვითარდა და გოლები უკვე მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ - 59-ე წუთზე მურთაზ ჩანგელიამ ზუგდიდელებს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, 60-ეზე ლაშა კუკავამ ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო საბოლოო წერტილი ისევ მურთაზ ჩანგელიამ 84-ე წუთზე დასვა - 3-2. |
16.09.2010. ”ზესტაფონი-2” - ”ტორპედო-2” 1-5 (თუხარელი, 26).
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, ცხადაია, გაგოშიძე, კაპანაძე (გრიგალაშვილი, 25), კიკნაველიძე, გეწაძე, ჭანკოტაძე (ხუჯაძე, 78 (ფერაძე, 81)), თუხარელი, სარდალიშვილი (გაჩეჩილაძე, 63), შარვაძე (ღირდალაძე, 66), ჩიხლაძე .
იმის მიუხედავად, რომ 26-ე წუთზე თორნიკე თუხარელმა ზესტაფონელები დააწინაურა, მთლიანობაში შეხვედრა სტუმართა გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა - ქუთაისელთაგან თავი ლაშა კემუხტაშვილმა (42-ე და 85-ე წუთები), რევაზ კვერნაძემ (51-ე წუთი), ნიკოლოზ საბანაძემ (66-ე წუთი) და გიორგი გრძელიძემ (88-ე წუთი) გამოიჩინეს, ზესტაფონელთა დუბლიორების მარცხი - 1-5. |
20.09.2010. ”ზესტაფონი-2” - ”კოლხეთი-2” 3-0 (ღირდალაძე, 66 , 79; გეწაძე, 75).
”ზესტაფონი-2”: მამალაძე, ფერაძე (გაჩეჩილაძე, 38), ლურსმანაშვილი, გრიგალაშვილი, კიკნაველიძე, გაგოშიძე, გეწაძე, ჭანკოტაძე (ღირდალაძე, 63), თუხარელი, სარდალიშვილი, ჩიხლაძე (შარვაძე, 30).
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძელთა გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა - გამარჯვებულთაგან თავი ზურა ღირდალაძემ (42-ე და 85-ე წუთები) და როსტომ გეწაძემ (75-ე წუთი) გამოიჩინეს, ზესტაფონელთა დუბლიორების რიგით მეორე გამარჯვება მიმდინარე სეზონში - 3-0. |
25.09.2010. ”სამტრედია-2” - ”ზესტაფონი-2" 1-0.
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, გრიგალაშვილი, ფერაძე (კიკნაველიძე, 81), გაგოშიძე, ლურსმანაშვილი, გეწაძე, ჭანკოტაძე (შარვაძე, 55), გაჩეჩილაძე (კაპანაძე, 78), თუხარელი, სარდალიშვილი (ხანთაძე, 78), ღირდალაძე (ლომია, 46).
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში და ორმხრივ იერიშებში წარიმართა. იმერული გუნდების დუბლიორთა დაპირისპირების ბედი კი სამტრედიელი მურად გოგიშვილის მიერ 23-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწვიტა, მასპინძელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0. |
29.09.2010. ”სიონი-2” - ”ზესტაფონი-2" 1-1 (ჭანკოტაძე, 15).
”ზესტაფონი-2”: მამალაძე, კობახიძე, გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ლურსმანაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (გაჩეჩილაძე, 68), მიქაბერიძე (ღირდალაძე, 46), თუხარელი, სარდალიშვილი (კიკნაველიძე, 90), ლომია (შარვაძე, 76).
ზესტაფონელი გიორგი ჭანკოტაძის მიერ 15-ე წუთზე გატანილ გოლს შეხვედრის მეორე ნახევარში (68-ე წუთი) ბოლნისელმა ვილი ისიანმა უპასუხა. მატჩი სანახაობრივად და დაძაბულად წარიმართა, საბოლოო წარმატების მიღწევის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შედეგი კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს - ფრე 1-1. |
03.10.2010. ”ვიტ-ჯორჯია-2” - ”ზესტაფონი-2" 1-0 .
”ზესტაფონი-2”: მამალაძე, კობახიძე, გრიგალაშვილი, ცხადაია, კიკნაველიძე, გეწაძე, ჭანკოტაძე (ღირდალაძე, 55), მიქაბერიძე, თუხარელი (ჩიხლაძე, 62), სარდალიშვილი, ლომია.
შეხვედრა ზესტაფონელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, სტუმრებმა რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც შეჰქმნეს თბილისელ ფეხბურთელთა კართან, თუმცა ყველა საგოლე მომენტი ქარს გაატანეს და ბოლოს ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - არბიტრის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე მასპინძელმა ჯემალ გოგიაშვილმა თავის გუნდს წარმატება მოუტანა - ვეტერინართა გამარჯვება 1-0. |
18.10.2010. ”ტორპედო-2” - ”ზესტაფონი-2" 1-1 (ჩიხლაძე, 56).
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, მამალაძე,გრიგალაშვილი, ცხადაია, გაგოშიძე (ჭანკოტაძე, 46), კიკნაველიძე, გეწაძე, გორგიაშვილი, მიქაბერიძე, ფიფია, ლომია (შარვაძე, 76), ჩიხლაძე (თუხარელი, 83).
ვეტერინარებთან ამასწინანდელი დაპირისპირების მსგავსად, ეს შეხვედრაც ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა. სტუმრებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს მასპინძელთა კარს, თუმცა სულ მალე გოლი საკუთარ კარში მიიღეს (თავი 8-ე წუთზე რევაზ კვერნაძემ გამოიჩინა). ამის შემდეგ და შეხვედრის საფინალო სასტვენამდე სტუმრებს თავის უპირატესობა ეჭვქვეშ აღარ დაუყენებიათ - მარგველებმა იმდენი საგოლე ეპიზოდი შექმნეს თორნიკე ჯოხაძის კართან, რომ ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ სტუმრები მხოლოდ ანგარიშის გათანაბრებით შემოიფარგლნენ და ეს 56-ე წუთზე ლამაზ სტილში ნიკა ჩიხლაძემ გააკეთა - დასანანი ფრე 1-1. |
24.10.2010. ”ზესტაფონი-2” - ”დინამო-2” 3-2 (ჩიხლაძე, 56 , 67; სარდალიშვილი, 90).
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, ცხადაია, გაგოშიძე, გრიგალაშვილი, კიკნაველიძე, გეწაძე, მიქაბერიძე, თუხარელი (სარდალიშვილი, 42), ჭანკოტაძე, ჩიხლაძე, ლომია (ღირდალაძე, 74).
შეხვედრა სწრაფ ტემპში წარიმართა, უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე გუნდი ეუფლებოდა. ანგარიში 37-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი ზვიად ქანთარიამ გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელმა ნიკა ჩიხლაძემ დუბლით (56 და 67 წუთები) გამოიჩინა თავი და თავის გუნდიც დააწინაურა, მაგრამ 73-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. მატჩის ბოლო წუთები ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა საბოლოოდ ბედმა მაინც მასპინძლებს გაუღიმათ და არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ზურა ღირდალაძის დროული გადაცემის შემდეგ გადამწყვეტი ბურთი თბილისელთა კარში მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა - 3-2. |
28.10.2010. ”ბაია-2” - ”ზესტაფონი-2" 2-1 (ჩიხლაძე, 32) .
”ზესტაფონი-2”: მამალაძე, გრიგალაშვილი, ფერაძე (კაპანაძე, 46), გაგოშიძე, კიკნაველიძე, გეწაძე (გაჩეჩილაძე, 90), ჭანკოტაძე, თუხარელი, სარდალიშვილი (ხანთაძე, 86), ლომია (ღირდალაძე, 58), ჩიხლაძე (შარვაძე, 72).
შეხვედრა სტუმართა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ანგარიში 22-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - თავი ლაშა კუკავამ გამოიჩინა. ზესტაფონელებმა 10 წუთში უპასუხეს (გოლი ნიკა ჩიხლაძის ანგარიშზეა), მაგრამ 33-ეზე მურთაზ ჩანგელიამ ისევ "ბაია" დააწინაურა. მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა მრავალი სახიფათო მომენტი კი შექმნეს მასპინძელთა კართან, მაგრამ პირველი ტაიმის ანგარიში საბოლოოდ აღარ შეცვლილა - 2-1. |
02.11.2010. ”სპარტაკი-2” - ”ზესტაფონი-2" 0-1 (ღირდალაძე, 61).
”ზესტაფონი-2”: მამალაძე, ცხადაია, გაგოშიძე, გრიგალაშვილი, მაკარიანი, გეწაძე, ჭანკოტაძე (ღირდალაძე, 54), მიქაბერიძე, თუხარელი (კაპანაძე, 84), სარდალიშვილი (ლომია, 54), ჩიხლაძე (გაჩეჩილაძე, 84).
შეხვედრა, რომელიც საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელოვნურ მინდორზე გაიმართა, სტუმართა გარკვეული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ერთადერთი და სტუმართათვის გამარჯვების მომტანი გოლი კი 61-ე წუთზე გავიდა - თავი ზურა ღირდალაძემ გამოიჩინა - 0-1. |
07.11.2010. ”ოლიმპი-2” - ”ზესტაფონი-2" 4-3 (წინამძღვრიშვილი, 40; ფიფია, 64, 76) .
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, ცხადაია, კობახიძე, გრიგალაშვილი, კიკნაველიძე, გეწაძე, ჭანკოტაძე (თუხარელი,46), მიქაბერიძე (ღირდალაძე, 70), ფიფია, წინამძღვრიშვილი (ლომია, 74), ჩიხლაძე (სარდალიშვილი, 59).
ამ გუნდების პირველი წრის მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში 26-ე წუთზე რუსთაველმა კოტე გაბაშვილმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს (40-ე წუთი) რატი წინამძღვრიშვილმა წონასწორობა აღადგინა- 1-1. 61-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან კოშაძემ ისევ დააწინაურა მასპინძლები, მაგრამ 64-ეზე გოგი ფიფიამ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. 71-ე წუთზე ვალერი ყაზაიშვილის მიერ გატანილ გოლს სტუმრებმა 76-ეზე გოგი ფიფიას კიდევ ერთი საგოლე დარტყმით უპასუხეს. რუსთაველთათვის გამარჯვების გოლი კი ისევ ვალერი ყაზაიშვილმა არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაიტანა - 4-3. |
22.11.2010. ”კოლხეთი-2” - ”ზესტაფონი-2" 4-1 (ლომია, 8).
”ზესტაფონი-2”: იმერლიშვილი, კაპანაძე (ფერაძე, 86), გაგოშიძე, გრიგალაშვილი, კიკნაველიძე (ლურსმანაშვილი, 86), სარდალიშვილი (გაჩეჩილაძე, 74), გეწაძე, ჭანკოტაძე, ღირდალაძე (შარვაძე, 46), ლომია, ჩიხლაძე (ხანთაძე, 74).
სტადიონ "ფაზისის" მინდვრის საფარის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, შეხვედრის პირველი ტაიმი სწრაფ ტემპში წარიმართა, უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე გუნდი ეუფლებოდა. ანგარიში უკვე 8-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი საბა ლომიამ გამოიჩინა. მასპინძლებმა 45-ე წუთზე ომარ გოგონაიას შორეული დარტყმით გაათანაბრეს. მეორე ტაიმში კი სურათი მკვეთრად შეიცვალა და გოლები უკვე მხოლოდ ფოთელებს გაჰქონდათ - 61-ე და 72-ე წუთებზე მანუჩარ წიქარიშვილმა "დუბლი" მიითვალა, ხოლო 76-ეზე ლაშა საცერაძემ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა - 4-1. |
27.11.2010. ”ზესტაფონი-2” - ”სამტრედია-2” 5-1 (ღირდალაძე, 8; ლომია, 17, 36, 40 და 55).
”ზესტაფონი-2”: იმერლიშვილი, გრიგალაშვილი, გაგოშიძე, კაპანაძე, კიკნაველიძე, გეწაძე (ფერაძე, 68), ჭანკოტაძე (გაჩეჩილაძე, 76), სარდალიშვილი (ლურსმანაშვილი, 74), ღირდალაძე (ხანთაძე, 76), ლომია (შარვაძე, 70), ჩიხლაძე.
იმერული კლუბების მთავარი გუნდების მატჩის მსგავსად, დუბლიორთა მატჩიც უხვგოლიანი და მასპინძელთათვის შთამბეჭდავი გამარჯვების მომტანი გამოდგა. ანგარიში უკვე 8-ე წუთზე გაიხსნა - თავი ზურა ღირდალაძემ გამოიჩინა. ამის შემდეგ მატჩის მთავარი გმირი საბა ლომიაც ამოქმედდა და სათამაშო დროის 38 წუთიან მონაკვეთში სტუმრები ”პოკერით” (17-ე, 36-ე, 40-ე და 55-ე წუთები) დაამწუხრა. აღსანიშნავია მიხეილ სარდალიშვილის შთამბეჭდავი ასპარეზობაც, ახალგაზრდა ფეხბურთელმა 5 (!) საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ერთადერთი, რაც სამტრედიელებმა მოახერხეს, 47-ე წუთზე ვალერი ხაჟალიას მიერ გოლად ქცეული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გახლდათ. მარგველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-1. |
06.12.2010. ”ზესტაფონი-2” - ”სიონი-2” 5-0 (ჩიხლაძე, 10 ; ლომია, 41, 46; ჭანკოტაძე, 60; კაპანაძე, 89 ).
”ზესტაფონი-2”: იმერლიშვილი, კობახიძე, გრიგალაშვილი, გაგოშიძე, კიკნაველიძე (ლურსმანაშვილი, 78), ჭანკოტაძე, გეწაძე, თუხარელი (კაპანაძე, 57), სარდალიშვილი (გაჩეჩილაძე, 57), ლომია (შარვაძე, 65), ჩიხლაძე (ღირდალაძე, 61).
”ზესტაფონისა” და ”სიონის” პირველი გუნდების წინა დღით გამართული მატჩის მსგავსად, დუბლიორთა შეხვედრაც მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში უკვე 10-ე წუთზე გაიხსნა - თავი ნიკოლოზ ჩიხლაძემ გამოიჩინა. ამის შემდეგ საბა ლომიამ დუბლი შეასრულა (41-ე და 46 -ე წუთები), ხოლო 60-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ანგარიში 4-0 გახადა. ბოლო ”აკორდი” გიორგი კაპანაძის 89-ე წუთიზე შეასრულა. ზესტაფონელთა კიდევ ერთი გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-0. |
10.12.2010. ”ზესტაფონი-2” - ”ვიტ-ჯორჯია-2” 4-1 (ჭანკოტაძე, 9; ლომია, 38; ჩიხლაძე, 56; ღირდალაძე, 74).
”ზესტაფონი-2”: იმერლიშვილი, ცხადაია, გაგოშიძე, გრიგალაშვილი, მაკარიანი (ლურსმანაშვილი, 77), გეწაძე, მიქაბერიძე (გაჩეჩილაძე, 60), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი (თუხარელი, 48), ლომია (ღირდალაძე, 70), ჩიხლაძე (კიკნაველიძე, 71).
ზამთრის შესვენებამდე გასამართი დასკვნითი მეთვრამეტე ტურის შეხვედრა ზესტაფონელთა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში უკვე 9-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ გახსნა, 38-ე წუთზე საბა ლომიამ თავის გუნდის უპირატესობა გააორმაგა, 56-ე წუთზე თავი ნიკოლოზ ჩიხლაძემ გამოიჩინა, ხოლო 76-ეზე ზურა ღირდალაძემ ანგარიში გამანადგურებელიც გახადა. ვეტერინარებმა ”პრესტიჟის” გოლის გასატანად გაიწიეს და 77-ე წუთზე მათ ამის შესაძლებლობაც მიეცათ, თუმცა ზესტაფონელთა გოლკიპერმა რატი იმერლიშვილმა ჯერ ბექა ზაქრაძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დატყმა მოიგერია, შემდეგ კი დამატებისას იყოჩაღა. ამის მიუხედავად, თბილისელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს - 89-ე წუთზე მშრალი ანგარიშით წაგებისაგან თავის გუნდი ისევ ბექა ზაქრაძემ იხსნა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1. |
ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორთა გუნდის შესახებ იხილეთ აქ: |