წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა საქართველოს ჩემპიონატში მთავარ დაპირისპირებად თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრები ითვლებოდა.
საბედნიეროდ, ექვსი წელია, ჩვენს საფეხბურთო რუკაზე ახალი საფეხბურთო ცენტრი გაჩნდა - "დინამო"- "ზესტაფონის" მატჩებიც ძველი "ელ კლასიკოს" მონაწილეებთან არანაკლებ პრინციპულია.
21 მარტს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისში "დინამოს" შეხვდება. მატჩს გულშემატკივრები დიდი ინტერესით მოელიან. ეს უნდა იყოს წლის ერთ-ერთი უმთავრესი შეხვედრა, რომელიც მიახლოებით მაინც გაგვცემს პასუხს კითხვაზე, ვინ რას შეინარჩუნებს - "ზესტაფონი" ჩემპიონის ტიტულს თუ თბილისის "დინამო" პირველობის შანსს?