თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი.
2010 წლის 1 დეკემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩები გაიმართა. "დავით აბაშიძეზე" ”ზესტაფონმა” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” უმასპინძლა.
შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელთა სათასო დაპირისპირების პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძელთა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშის გახსნა მხოლოდ ტაიმის 31-ე წუთზე მოხერხდა - რუსთაველთა დაცვის უყურადღებობით ნიკოლოზ გელაშვილმა კარგად ისარგებლა, მეკარე გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ დარჩა და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა ...
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ქვემოქართლელებმა აქტიურად კი დაიწყეს, მაგრამ, ზესტაფონელთა დაცვისა და მეკარე როინ კვასხვაძის საიმედო თამაშის წყალობით, სტუმრებს მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანის საშუალება არ მიეცათ. 64-ე წუთზე კი ანგარიში 2-0 გახდა - მარგველთა ელვისებური შეტევა დარტყმით შოთა გრიგალაშვილმა დაასრულა, მაგრამ თავის გუნდის გადარჩენა რუსთაველთა გოლკიპერმა შეძლო, ბედიაშვილის მოგერიებულ ბურთთან კი პირველი თორნიკე აფციაური გაჩნდა და მახვილი კუთხიდან მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი. 80-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - მასპინძელთა კიდევ ერთი სწრაფი შეტევა ალექს ბენაშვილის ოსტატური გადაცემის შემდეგ ისევ ნიკოლოზ გელაშვილმა დააგვირგვინა. 15 დეკემბერს რუსთავში გასამართი განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის წინ ზესტაფონელბმა საკმაოდ კომფორტული ფორა შეიქმნეს - 3-0.
|
01/12/2010 - ”ზესტაფონი” - ”ოლიმპი” (რუსთავი) 3-0 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი 17-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 5 დეკემბერს, ისევ შინ, ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" წინააღმდეგ გამართავს. |