26.11.2010

 

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "სამტრედია".

 

 

 

 

უმაღლესი ლიგის XVI ტური ორდღიანია და საინტერესო ბრძოლებს დღესაც ველით და ხვალაც. მართალია, ამჯერად გამორჩეული, მთავარ მატჩად შერაცხული არც ერთია, მაგრამ რამდენიმეს გამოყოფა მაინც შეიძლება. ვფიქრობთ, მეტ ყურადღებას სამი შეხვედრა იმსახურებს - თბილისური, ზესტაფონური და ქუთაისური.

იქიდან გამომდინარე, რომ გათამაშების ცხრილში საკმაო სიმჭიდროვეა, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ცვლილებები კიდევ მრავლადაა მოსალოდნელი და, შესაბამისად, 2010 წლის დარჩენილ ტურებში რიგითი მატჩი, უბრალოდ, ვერ ჩატარდება

 

ფინანსური გასაჭირის მიუხედავად, "სამტრედია" შემადგენლობას მაინც ინარჩუნებს და ნებისმიერ მეტოქეს დიდ თავსატეხს უჩენს. გასულ ტურში გელა სანაიამ და მისმა ფეხბურთელებმა საკუთარ გულშემატკივრებს "დინამოს" ძლევით კიდევ ერთი დიდი სიხარული მოუტანეს და იგივეს გაკეთებას ჩემპიონობის მოსურნე კიდევ ერთ გუნდთან ჭიდილშიც შეეცდებიან.
ურთიერთშეხვედრებში "ზესტაფონის" უპირატესობა აშკარაა, მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეშიც გია გეგუჩაძის გუნდმა სამტრედიაში დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა, მაგრამ ფეროელებს იოლი თამაში ნამდვილად არ ელით. "სამტრედიას" დასჯილი არავინ ჰყავს, ხოლო "ზესტაფონი" გაფრთხილებების სიჭარბის გამო კახა ალადაშვილს მოისაკლისებს.
"დავით აბაშიძეზე" შეხვედრა ამჯერადაც ღამის განათებაზე ჩატარდება, რაც იმერულ დერბის დამატებით ხიბლს შესძენს.

გაზეთი "ლელო"

 

იმერული დერბია და ამითაცაა საინტერესო ეს მატჩი. “დინამოს” გამამაწარებელი “სამტრედია” სტუმრად ქულებს იშვიათად იღებს, მაგრამ ვერც ფეროელები გამოირჩევიან სტაბილურობით – გეგუჩაძის გუნდმა უკვე ბევრი დაუგეგმავი ქულა გაატანა “ყვირილას”.
ისე კი, სტატისტიკა აშკარად ‘ზესტაფონის” გამარჯვებას მიუთითებს - ბოლო ხუთი შესხვედრიდან ხუთივე მოუგეს სამტრედიელებს.


გაზეთი "სპორტული ამბები"

   
FC ZESTAFONI © 2005