06.11.2010

 

 

იმერლები სტუმრად ჩემპიონთან.

 

 

 

 

2010 წლის 6 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსთავში ესტუმრა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს”.

 

შეხვედრა ზესტაფონელთათვის "ცივი შხაპით" დაიწყო - მიმდინარეობდა მატჩის 3-ე წუთი, როდესაც რუსთაველთა კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული "სტანდარტი" გოლად აქცია. კვახაძის უძლიერესად დარტმული ცოცხალ კედელში მდგომ ერთ-ერთ ზესტაფონელს მოხვდა, ფრენის მიმართულება შეიცვალა და როინ კვასხვაძის კარის ბადეში აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის დარჩენილი წუთები და შეხვედრის მეორე ტაიმი სტუმართა გარკვეული უპირატესობით წარიმართა. თამაში ძირითადად მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა, ხოლო ქვემოქართლელები თავის შანსს სწრაფ კონტრშეტევებში ეძებდნენ. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ეპიზოდში მარგველები ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს ივნენ (ანგარიშის გათანაბრების შანსები ნიკოლოზ გელაშვილს, შოთა გრიგალაშვილს და რატი წინამძღვრიშვილს მიეცათ), საბოლოოდ ის უცვლელი დარჩა და მატჩი "ოლიმპის" გამარჯვებით დასრულდა - 1-0.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “როგორც ნახეთ, საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა გამოდგა. ვერ ვიტყვით, რომ წაგებას ვიმსახურებდით. მიმაჩნია, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა, ფეხბურთი ლოგიკის ფარგლებს ხშირად სცილდება”.
ნესტორ მუმლაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):ძალიან რთულ თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. იბრძოლეს ბიჭებმა და მიზანი, რომელიც გუნდის პირველ ადგილზე გადასვლას ითვალისწინებდა, შესრულებულია”.

 

06/11/2010 - ”ოლიმპი” (რუსტავი) - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი 15-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 21 ნოემბერს ფოთში ადგილობრივ "კოლხეთი-1913"-თან გამართავს. მანამდე კი იმერლები ეროვნული თასის მერვედფინალური მატჩის ჩასატარებლად ბათუმს ეწვევიან, 10 ნოემბერს გასამართ დაპირისპირებაში მარგველთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005