31.10.2010

 

 

მორიგი სტუმრობა "ქართლზე".

 

 

 

2010 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” გორში ესტუმრა.

 

შეხვედრა, რომელიც უმაღლესი ლიგის კოლექტივების შეხვედრისათვის ნაკლებად შესაფერის სტადიონ "ქართლზე" გაიმართა, თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ასეთი დასაწყისის ფონზე მით უფრო გასაკვირი იყო ის, რაც 12-ე წუთზე მოხდა - ვალერი ბოლქვაძის მიერ ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ბესიკ დეკანოიძემ მიმართულება ოდნავ შეუცვალა და ის სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა. საპასუხოდ ზესტაფონელებმა შეუტიეს და მალევე გაათანაბრეს - 23-ე წუთზე ცხინვალელთა საჯარიმოს ხაზზე ნიკოლოზ გელაშვილის წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა აუღებელი დარტყმით გოლად კახა ალადაშვილმა აქცია.

მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. თავის გუნდის დაწინაურება ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს მართებდათ, მაგრამ გადამწვეტი დარტმებისას ორივეს მიზანმა უმტუნა. ამის გარდა, ორ ეპიზოდში სტუმრები მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მატჩის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ამ სიტუაციებში ისეთი გადაწვეტილებები მიიღო, რომლებმაც კმაოფილი ცხინვალელები დატოვა - 1-1.

 

31/10/2010 - ”სპარტაკი” (ცხინვალი) - ”ზესტაფონი" 1-1

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 ნოემბერს ქვენის მოქმედი ჩემპიონის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპის” წინააღმდეგ რუსთავში გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005