23.10.2010

 

 

მატჩი დინამოელებთან.

 

 

 

 

2010 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” ...

 

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, ზესტაფონელები რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა გოლის გატანა არ მოხერხდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელებმა ისევ შეუტიეს, ხოლო დინამოელებმა რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს და ერთ-ერთი ასეთი შეტევა 63-ე წუთზე მასპინძელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა - ალეკო კოშკაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ზესტაფონელს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად როინ კვასხვაძის კარში ჩაეშვა. გაშვებული გოლის შემდეგ ზემოიმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. გოლის გატანის ჩინებული შანსები მიეცათ შოთა გრიგალაშვილს, ნიკოლოზ გელაშვილს, ჯაბა დვალსა და თორნიკე აფციაურს, თუმცა ვერც ერთი ამ ეპიზოდის გოლით დაგვირგვინება მასპინძლებმა ვერ შეძლეს - 0-1.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

 

კახა კაჭარავა ("დინამო"): "კარგ საფეხბურთო ატმოსფეროში მოგვიხდა შეხვედრის ჩატარება. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის, თუმცა სათამაშო ხარისხის გაუმჯობესება გვმართებს".
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "მეტოქეს ორივე ტაიმში ვჯობდით. მართალია, მოედნის შუაგულს იოლად გავდიოდით, მაგრამ შემდეგ მომენტების რეალიზებას ვერ ვახერხებდით. ეს პრობლემა გვაქვს და "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ, გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ. ეს სამუშაო უნდა განვაგრძოთ".

 

23/10/2010 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 0-1

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 27 ოქტომბერს ზუგდიდის ”ბაიას” წინააღმდეგ გამართავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005