17.10.2010

 

 

იმერული დერბის ქუთაისში დაბრუნება.

 

 

 

 

2010 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის სასტარტო, მეათე ტურის მატჩები. გივი კილაძის სახელობის ქუთაისის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ ”ტორპედოს" დაუპირისპირდა.

 

შეხვედრა ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო და მალევე ნიკოლოზ გელაშვილს მიეცა თავის გუნდის დაწინაურების შანსი, ზემოიმერელთა ფორვარდი მისთვის დამახასიათებელ სტილში დაუსხლტა ქუთაისელ მცველებს, მეკარე ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარისაგან მარცხენა კუთხეში ძლიერად "გაისროლა" - მასპინძლები ძელმა იხსნა. სტუმრები ქუთათურთა კარის "გასაღებს" გეგმაზომიერად ეძებდნენ, თუმცა 27-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს... მასპინძლებმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი როინ კვახვაძემ კი მოიგერია, თუმცა, სანამ მასპინძელთა შემტევებთან შეჯახების გამო გაზონზე წაქცეულმა ზესტაფონელთა გოლკიპერმა ფეხზე წამოდგომა მოახერხა, დამატებაზე ველას მერაბ გიგაურმა დაასწრო და საჯარიმოს გარედან ბურთი კარის დაუცველ კუთხეში გადაგზავნა.

შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თამაში ძირითადად მოედნის ქუთათურთა ნახევარზე მიმდინარეობდა, ხოლო მასპინძლები თავის შანსს სწრაფ კონტრაქციებში ეძებდნენ. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ეპიზოდში მარგველები ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს ივნენ, საბოლოოდ ის უცვლელი დარჩა და მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა - 1-0.

 

17/10/2010 - ”ტორპედო” - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 23 ოქტომბერს, შინ, ქვენის 13-გზის ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოსთან” გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005