13.09.2010

 

 

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის  ზესტაფონში გამართული ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას,  ჩვენს სტადიონზე მოხდა უსიამოვნო ინციდენტი. რამდენიმე  ”ვაიგულშემატკივრის” ვანდალური ქმედების გამო სტადიონი და კლუბი უეფას მხრიდან დისკვალიფიკაციის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. საბედნიეროდ, ევროპელმა დისციპლინარებმა არ დაგვსაჯეს ევროპული ფეხბურთიდან მოკვეთით, მაგრამ ფინანსურ სანქციებს კლუბი მაინც ვერ გადაურჩა.


ამასთან, უეფას სათანადო ინსტანციებმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” სტადიონზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოსთხოვეს. აქედან გამომდინარე და მსგავსი ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ სტადიონზე ამოქმედებულ უსაფრთხოების ზომებს და გაითვალისწინოთ  ის მოთხოვნები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ:

სტადიონზე აკრძალულია:

1. ნასვამ მდგომარეობაში შესვლა.
2. სტადიონზე შეტანა  იმ საგნების (იარაღი, ბასრი საგნები, სასმელები შუშისა და პლასტმასის ბოთლით), რომლებიც ხელს შეუშლის მაყურებელსა და მატჩის ჩატარებას.
3. სტადიონის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ადმინისტრაციულ და აკრძალულ (მათ შორის, კარს უკან) ზონებში შესვლა.
4. ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ხელს შეუშლის  მატჩის ჩატარებას.

გთხოვთ, შეინახოთ ბილეთი თამაშის დამთავრებამდე და წარმოადგინოთ იგი ოფიციალური პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
ყველა გულშემატკივარი უნდა განთავსდეს სტადიონის სწორედ იმ სექტორში, რომელიც მითითებულია გულშემატკივრის მიერ შეძენილ ბილეთში.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და სტადიონის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ გუნდის გულშემატკივარი გაგებით მოეკიდება ჩვენს თხოვნას და ქომაგისაგან ჩვეულ  თანადგომას ელის!

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005