11.09.2010

 

 

სტუმრობა ზუგდიდში.

 

 

 

2010 წლის 11 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ბაიას” დაუპირისპირდა.

 

ზუგდიდური მატჩის საწყისი წუთები სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე ეპიზოდში იმერლებმა სახიფათოდ შეუტიეს კიდეც მასპინძელთა კარს. ამის მიუხედავად, ანგარიში ზუგდედელმა ფეხბურთელებმა გახსნეს - 23-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი როინ კვასხვაძის კარში გიორგი მეგრელაძემ თავით გადაგზავნა. ზესტაფონელებმა სცადეს გათანაბრება, ერთ-ერთ ეპიზოდში ჯაბა დვალი აღმოჩნდა კიდეც სახიფათო პოზიციაზე, თუმცა დარტყმა მას ზუგდიდელმა მცველებმა არ დააცადეს. ტაიმის მიწურულს გიორგი მეგრელაძეს შეეძლო ზესტაფონელთა მეორედ დამწუხრება, მაგრამ მისი კიდევ ერთი თავური სტუმართა კარის ხარიხამ მოიგერია ...

მეორე ტაიმის დასაწყისში (58-ე წუთი) გიორგი მეგრელაძემ თავის მეორე გოლი მაინც გაიტანა, მან კარგად მიიღო თანაგუნდელის ზუსტი გადაცემა მარცხენა ფლანგიდან, შემოტრიალდა და ბურთი ზესტაფონელთა კარის "ცხრიანში" გადაგზავნა. 87-ეზე შესვლაზე შესულმა რატი წინამძღვრიშვილმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება სტუმრებმა ვერ მოახერხეს - ზუგდიდელთა გამარჯვება 2-1 .

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

ელგუჯა ქომეთიანი ("ბაიას" მთავარი მწვრთნელი): "სტუმრებზე მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და თანაც, უფრო რეალურები. არანაირი შემთხვევითი მოგება, შედეგი ლოგიკურია. მეგრელაძემ ორივე ბურთი ლამაზად შეაგდო და დაამტკიცა, რომ ძალიან სახიფათო ფორვარდია. გამოცდილება ბევრს ნიშნავს: მეგრელაძემ იცის, სად უნდა დახვდეს ბურთს. გოლის ალღო აქვს. ისე, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა".
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): ” ანგარიშის გახსნამდე უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ შემდეგ სადავეები ხელიდან გაგვექცა. მასპინძლებმა დამსახურებულად მოიგეს. ”ბაია” კარგი გუნდია და მის მიმართ ქების მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან გვიან გავიტანეთ გოლი და მეტისთვის დრო არ გვეყო”.".

 

11/09/2010 - ”ბაია” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 2-1

დაწვრილებით:

 

15 სექტემბერს საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის გადადებული, პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება. "დავით აბაშიძეზე" გასამართ "იმერულ დერბიში" საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ქვეყნის 3-გზის ჩემპიონ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დაუპირისპირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005