10.09.2010

 

 

პრევიუ: "ბაია" (ზუგდიდი) - "ზესტაფონი".

 

 

 

სანაკრებო პაუზა მიილია და ვინ როგორ გამოიყენა იგი, უახლოეს დღეებში გაირკვევა. საქართველოს ჩემპიონატიდან, ეროვნულ გუნდში რეალურად “დასაქმებულთა” რიცხვი იმდენად მცირე იყო (გელაშვილი (30 წუთი) და აფციაური (15) “ზესტაფონიდან”), არა გვგონია, ქართველ მწვრთნელებს ამის გამო საწვრთნელი პროცესი ჩაშლოდათ. სულ სხვა სურათი იყო ოთარ გაბელიას გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებში. აქ ამინდს, უმეტესად, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები ქმნიდნენ (თურქებთან და სომხებთან მწვრთნელმა 7-7 “ადგილობრივი” (აქედან 4 ზესტაფონელი - საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური) დატვირთა), თუმცა, საქმის მცოდნე სპეციალისტს, საკუთარი ფეხბურთელების ისეთი “წნეხის ქვეშ” გამოცდა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები რომაა, გუნდთან ერთად ნათამაშევ ნებისმიერ სპარინგ-მატჩს უნდა ერჩივნოს. 

 

 

11.09.2010, 16:00 საათი. ზუგდიდი, “გულია თუთბერიძე”. "ბაია" (ზუგდიდი) - "ზესტაფონი".

გუნდებმა ჩემპიონატის საწყისი ტური მარცხით (ორივემ 1:2 წააგო) დაიწყეს, თუმცა მორიგი 2 მატჩი ისე ჩაატარეს, გოლი არ გაუშვიათ. ზუგდიდელებმა ერთი ოფიციალური შეხვედრა თასის 1/16-ფინალურ ეტაპზეც გამართეს და გზიდან ხონის “იმერეთი” ჩამოიშორეს (1:0).

სტუმრები ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატებად არიან მიჩნეულები და ქომაგი მათგან ყოველთვის მაქსიმალური შედეგის ჩვენებას ითხოვს ...

მეტოქეების ურთიერთშეხვედრების ისტორია მხოლოდ გასული სეზონის მატჩებს მოიცავს. “ზესტაფონმა” “ბაიას” ოთხივე შეხვედრა მოუგო (1:0, 2:1, 1:0, 4:0).


ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005