საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადება დაიწყო. გუნდი ზესტაფონში მიმდინარე წლის 9 აგვისტოს შეიკრიბა.
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის ძირითად და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იმერელთა ერთბაშად 5 ფეხბურთელია გამოძახებული. ნიკოლოზ გელაშვილსა და თორნიკე აფციაურსთემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში უხმო, როინ კვასხვაძე და გიორგი ხიდეშელი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ხვალ სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო მამუკა კობახიძე ცხრამეტწლამდელთა ნაკრების რიგებში ბელორუსებთან ამხანაგური მატჩებისათვის ვლადიმერ გუცაევმა გამოიძახა.
იმერელთა დამრიგებლის, გია გეგუჩაძის განკარგულებაში ყველა დანარჩენი ფეხბურთელია. ევროპული "კამპანიის" ზესტაფონელთათვის წელს დასრულების შემდეგ, გუნდს მთელი ყურადღება შიდა ასპარეზზე გადააქვს. ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას ზემოიმერლები თბილისის "დინამოსთან" ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 15 აგვისტოს გამართავენ, პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირება 20:30 საათზე დაიწება.