26.07.2010

 

 

იმერლები უკრაინაში მიემგზავრებიან.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ლვოვის ”კარპატთან” ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას 29 ივლისს სტუმრად გამართავს, ხვალ უკრაინაში მიემგზავრება ...

 

მარგველები ქალაქ ლვოვის სასტუმრო ”სვიატოსლავში” დაბინავდებიან. გია გეგუჩაძეს უეფას რიგით მეორე ტურნირის მესამე რაუნდის პირველი შეხვედრისათვის შემდეგი 20 ფეხბურთელი ჰავს მობილიზებული:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე;

ნახევარმცველები: ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი მიქაბერიძე, კახაბერ ალადაშვილი;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.

ქართული დელეგაცია უკრაინაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-ლვოვის მარშრუტით ხვალ, დილის 11:00 საათზე მიემგზავრება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005