21.07.2010

 

 

ვარჯიში "შტიავნიჩკიზე".

 

 

 

21 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით სლოვაკეთში გაემგზავრა. დილის 10:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათში ქართული გუნდი პოპრადის აეროპორტში ჩაფრინდა.

 

პოპრადის აეროპორტიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ იმერლები ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ჩავიდნენ და სასტუმრო ”დიქსონში” დაბინავდნენ. სასტუმროში ორსაათიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრა და 17:00-დან 18:00 საათამდე ივარჯიშა ადგილობრივ სტადიონ ”შტიავნიჩკიზე, სადაც ხვალ ”დუკლასთან” უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

ვარჯიშს ქართული და სლოვაკური მედიის წარმომადგენლები მრავლად დაესწრნენ და ორივე გუნდის წარმომადგენლებს მატჩისწინა კომენტარები სთხოვეს. გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელ მატჩს საბრძოლო განწყობით ხვდება. შეგახსენებთ, რომ ”დუკლა” (ბანსკა-ბისტრიცა) - ”ზესტაფონის” შეხვედრა ადგილობრივი დროით 17:00, ხოლო თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005