20.07.2010

 

 

იმერლები სლოვაკეთში მიემგზავრებიან.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ბანსკა-ბისტრიცას ”დუკლასთან” ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 22 ივლისს გამართავს, დღეს სლოვაკეთში მიემგზავრება ...

 

ზემოიმერლები ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას სასტუმრო ”დიქსონში” დაბინავდებიან.

გია გეგუჩაძეს უეფას რიგით მეორე ტურნირის მეორე რაუნდის საპასუხო შეხვედრაზე შემდეგი 20 ფეხბურთელი მიჰავს:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე;

ნახევარმცველები: ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე, კახაბერ ალადაშვილი;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.

ზეგ გასამართი შეხვედრის ქართულ მედიაში უკეთ გაშუქების მიზნით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” "ლელოს", "ოლიმპისა" და "სპორტული ამბების" სპეციალური კორესპონდენტები მიჰვებიან. ქართული დელეგაცია სლოვაკეთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით (თბილისი-პოპრადის მარშრუტით) ხვალ, დილის 10:00 საათზე მიემგზავრება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005