10.07.2010

 

 

ასეთ გუნდებს უნდა ვუგებდეთ.

 

 

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სან-მარინოდან დაბრუნდა. ამ ერთხელაც გავამახვილებთ ყურადღებას ”ფაეტანოსთან” შეხვედრაზე და შემდეგ სლოვაკურ ”დუკლასთან” მატჩზე გადავერთვებით. ბუნებრივია, საინტერესოა, რას ფიქრობს სან-მარინოში გამართულ შეხვედრაზე ზესტაფონელთა თავკაცი გია გეგუჩაძე. მას მომავალი მეტოქის შესახებაც ვკითხეთ....

 

- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო. ასეთ გუნდებს უნდა ვუგებდეთ. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ რა შედეგიც გვაქვს, იმას ვერაფრით შევცვლით.

- რა თქმა უნდა, ”ზესტაფონის” თითოეული ფეხბურთელი ”ფაეტანოს” კონკრეტულ მოთამაშეს ათი თავით სჯობს. როგორც ჩანს, გუნდმა ზესტაფონური 5-0-ს შემდეგ განწყობა ვერ მოახერხა ...

- რა თქმა უნდა, არ იყო სათანადო განწყობა. კონკრეტულ მომენტში მობილიზება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.

- დავანებოთ თავი ”ფაეტანოსთან” შეხვედრას. როგორც ვიცით, უკვე ადევნეთ თვალი ”დუკლას” მატჩის ვიდეოჩანაწერს. როგორი გუნდი ჩანს ჩვენი მომავალი მეტოქე?

- სხვათა შორის, ”დუკლასთან” დაკავშირებით გავრცელებულია აზრი, რომ ეს გუნდი მხოლოდ ფიზიკური მომზადებითა და ძალისმიერი ფეხბურთის თამაშით გამოირჩევა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ”დუკლაში” ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. გარდა ამისა, უაღრესად დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან.

- საინტერესოა, დაეხმარება თუ არა ”დუკლასთან” შეხვედრაში გუნდს თორნიკე აფციაური?

- აფციაური ხვალიდან გუნდთან ერთად იწყებს მომზადებას. ”დუკლასთან” მისი დიდი იმედი გვაქვს. ითამაშებს იმდენს, რამდენის საშუალებასაც ფიზიკური მდგომარეობა მისცემს.

 

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"
   
FC ZESTAFONI © 2005