07.07.2010

 

 

"ფედერიკო ფელინი", მონტე-კოლომბო და "სტადიო ოლიმპიკო".

 

 

 

7 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით აპენინებზე გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 4 საათში გუნდი ფედერიკო ფელინის სახელობის რიმინის აეროპორტში ჩაფრინდა.

 

 

რიმინის აეროპორტიდან ავტობუსით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ იმერლები დაბა მონტე-კოლომბოში ჩავიდნენ და სასტუმრო ”ვილა ლერიში ” დაბინავდნენ. სასტუმროში სამსაათიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრა სან-მარინოს ქალაქ სერავალეში და ივარჯიშა ადგილობრივ ”სტადიო ოლიმპიკოზე, სადაც ხვალ ”ფაეტანოსთან” უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

ვარჯიში ძალიან ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა, გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელ მატჩს დადებითი ემოციებით ხვდება. შეგახსენებთ, რომ ”ფაეტანო” - ”ზესტაფონის” შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:30, ხოლო თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005