|      ზესტაფონელები აპენინებზე მიემგზავრებიან.         საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც  სან მარინოს ”ფაეტანოსთან ” ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას  8 ივლისს გამართავს,   ხვალ აპენინებზე მიემგზავრება ...
   გუნდი ბინას იტალიაში, სან-მარინოდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარე ემილია-რომანიას რეგიონის რიმინის პროვინციის დასახლებულ პუნქტ მონტე-კოლომბოში დაიდებს. მარგველები მონტე-კოლომბოს  სასტუმრო ”ვილა ლერიში” დაბინავდებიან.  გია გეგუჩაძეს  აპენინებზე შემდეგი 19 ფეხბურთელი მიჰყავს: მეკარეები:  როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე; მცველები: გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე;  ნახევარმცველები:  მურთაზ დაუშვილი,  ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე; თავდამსხმელები:  ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.  საფეხბურთო კლუბი  ”ზესტაფონი” აპენინებზე ჩარტერული რეისით (თბილისი-რიმინის მარშრუტით) ხვალ  12:00 საათზე მიემგზავრება ... |