კიდევ ერთი ახალწვეული.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 26 წლის ახალწვეულის სახელია კახაბერ ალადაშვილი. ქართველი სპორტსმენი, რომელიც ბოლოს მახაჩკალის ”ანჟიში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
კახაბერ ალადაშვილი - ნახევარმცველი; დაბადებულია- 11/08/1983; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 76 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ოლიმპიკი” (თბილისი) - 1999 - 2003, ”სპარტაკი” (თბილისი) -2003, ”სიონი” (ბოლნისი) - 2003 - 2004, ”დინამო” (თბილისი) -2004-2005, ”დინამო” (კიევი, უკრაინა) - 2006, 2007, 2009, ”დნიპრო” (დნეპროპეტროვსკი, უკრაინა) - 2006, ”ზაკარპატიე” (უჟგოროდი, უკრაინა) - 2007, ”ხარკოვი” (ხარკოვი, უკრაინა) - 2008, ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი) - 2009.
მარგველთა ღირსებას კახაბერ ალადაშვილი 6-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
|