|      ”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება.       
            
              |  |  
              | 
                  ”ზესტაფონი” ავსტრიაში  მიემგზავრება  |   2010 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 10-დან 24 ივნისამდე პერიოდში გაიმართება 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის გათამაშებისათვის  მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.  გუნდი დაბანაკდება ტიროლის მხარის  ქალაქ სანქტ-ულრიხში, რომელიც ულამაზესი პილერის ტბის ნაპირებზე მდებარეობს. ზესტაფონელები დაბინავდებიან სასტუმრო ”პილერზეეჰოფში”, სადაც საფეხბურთო კოლექტივის ნაყოფიერი წვრთნისა და მზადებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ავსტრიული შეკრებისას დაგეგმილია ოთხი ამხანაგური შეხვედრის გამართვა (12.06 - "ვიქტორია" (პლზენი, ჩეხეთი); 15.06 - "ზენიტი" (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი); 19.06 - "რედ ბული" (ზალცბურგი, ავსტრია); 23.06 - "დინამო" (მოსკოვი, რუსეთი)). სულ ავსტრიაში შემდეგი 25 ფეხბურთელი გაემგზავრება: მეკარეები:  როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, გიორგი კიკაბიძე; მცველები:  გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე;  ნახევარმცველები:   მურთაზ დაუშვილი,  ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი ჭანკოტაძე, როსტომ გეწაძე; თავდამსხმელები:   ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, ერეკლე ფილია. გუნდი ავსტრიაში, მიუნხენის გავლით,  10 ივნისს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრება ...    |