საკონტრაქტო სიახლეები.
ჯაბა დვალმა და ზაალ ელიავამ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” ახალი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს. ახლადგაფორმებული კონტრაქტების თანახმად, ორივე ფეხბურთელი კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს.
ჯაბა დვალი - თავდამსხმელი: დაბადებულია - 08/02/1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 71 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო”(თბილისი) -2003-2005, 2006. ”სიონი”(ბოლნისი)- 2005, ”ჩიხურა”(საჩხერე)- 2007, ”ოლიმპი”(რუსთავი)- 2007, ”დაჩია”(კიშინიოვი, მოლდოვა) -2007-2009, "ზესტაფონი"- 2009-2010. საქართველოს XXI-ე ეროვნულ ჩემპიონატში ჯაბა დვალმა "ზესტაფონის" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო და 12 გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი. ამასთან, ჯაბას პირად ანგარიშზე უეფას ევროპის ლიგის 2009-2010 წლის გათამაშებაში 4 გატანილი გოლია. მეტიც, ზესტაფონელთა ფორვარდი ამ ტურნირის ისტორიაში პირველი "ჰეთ-თრიქის" ავტორიც გახლავთ.
ზაალ ელიავა - მცველი; დაბადებულია - 02/01/1985; სიმაღლე - 181 სმ, წონა - 79 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) - 2004-2005, ”სკონტო” (რიგა, ლატვია) - 2005-2007, ”დინამო” (თბილისი) - 2008, ”ლოკომოტივი” (თბილისი) - 2009, "ზესტაფონი" - 2009-2010. საქართველოს XXI-ე ეროვნულ ჩემპიონატში ზაალ ელიავამ მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ 36-ვე შეხვედრაში მიიღო და 1 გოლიც გაიტანა.
|