|
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXI-ე ეროვნულ ჩემპიონატში (2009-2010 წ.)
21-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე "ზესტაფონი" ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა. ყვირილისპირელებმა ევროპის ლიგის გათამაშება რიხიანად დაიწყეს. გუნდმა შვედურ "ჰელსინგბორგთან" ტოლ-სწორად იბრძოლა და ცოტა რომ გამართლებოდა, სკანდინავიურ ბარიერს უკან მოიტოვებდა. ერთი სიტყვით, ევროტურნირებზე ზესტაფონელთა ასპარეზობამ გუნდის მიმართ სიმპათია საგრძნობლად გაზარდა და ბევრი ფიქრობდა, რომ ჩემპიონობისთვის მთავარი ბრძოლა სწორედ "ზესტფონსა" და "ოლიმპს" შორის იქნებოდა, მით უმეტეს, რომ იმერლებს საამისოდ კარგი პირობები ჰქონდათ - სტადიონი ღამის ფეხბურთით, შემადგენლობა, მწვრთნელი, ფინანსები...
რამდენიმე ტურს თუ არ ჩავთვლით, გია გეგუჩაძის გუნდი ცხრილში მტკიცედ იყო მეორე ადგილზე და ლიდერ "ოლიმპის" მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, მაგრამ "ზესტაფონის" ბრძოლა ოქროსთვის მარცხით დასრულდა. რატომ? მიზეზი არაერთია და ვეცდებით, პრობლემებს ბოლომდე ჩავწვდეთ...
რატომ ვერ შესწვდნენ იმერლები ოქროს
უპირველესი მიზეზი ის არის, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა უშუალო კონკურენტ "ოლიმპთან" სასურველი შედეგები ვერ აჩვენა. თავად განსაჯეთ - 2 წაგება, 1 ფრე ზესტაფონში და ერთ შეხვედრაშიც, თამაშის შეწყვეტის გამო, ორივე გუნდს წაგება ჩაეთვალა... შესაძლოა ზესტაფონურ-რუსთავულ დაპირისპირებებში იმერელებს უკეთესი შედეგიც ეჩვენებინათ, ამ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა დიდი რომ არ ყოფილიყო. რუსთაველები გეგუჩაძის კრებულს საგრძნობი ფორით რომ უსწრებდნენ, საამისო მიზეზი ყვირილისპირელებმა საკუთარ თავსა და დაკარგულ ქულებში უნდა ეძიონ.
ფავორიტებზე რომ არაფერი ვთქვათ, "ზესტაფონმა" მარტო 8 ქულა უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ გუნდებთან - "ლოკომოტივსა" და "გაგრასთან" დაკარგა. გელა სანაიას გუნდმა მას 6 ქულა დააკარგვინა. აქედან - "ლოკომოტივმა" "ზესტაფონი" ორივე გასვლით მატჩში ფრეზე "დაიყაბულა". გაგრელებმა კი იმერლებს თბილისური ფრით დააკარგვინეს ქულები. ამას გარდა, "სიონმა" 2, ხოლო ცხინვალის "სპარტაკმა" გეგუჩაძის გუნდს 4 ქულა აართვა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ "ზესტაფონს" "დინამომ" წაართვა მეორე ადგილი და "ვიტ ჯორჯიამ" კინაღამ საპრიზო სამეულს მიღმა დატოვა ეს გუნდი. ასე იმიტომ მოხდა, რომ იმერლებმა "დინამოს" 4-დან მხოლოდ ერთი თამაში მოუგეს და სამჯერ დამარცხდნენ, "ვიტ ჯორჯიას" მხოლოდ ერთხელ სძლიეს და ერთხელ დამარცხდნენ, დანარჩენი ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მოკლედ, დასკვნა ასეთია - ის, თუ რატომ ვერ შესწვდა "ზესტაფონი" ოქროს მედლებს, ძირითადად კონკურენტებსა და აუტსაიდერებთან დაკარგული ქულებით იყო გამოწვეული. ალბათ, არის სხვა მიზეზებიც, რომელიც გარედან არ ჩანს. ისიც უნდა ითქვას, რომ გეგუჩაძის თაოსნობით გუნდმა ლაღი, გამართული და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. თუმცა შედეგი და ლამაზი თამაში ერთად - ეს ვეღარ მოხერხდა, ამის მიღწევა ჯერჯერობით ძნელია. არადა, გულშემატკივარი ამ ყველაფერს ერთად ითხოვდა.
ვნახოთ, რომელმა ფეხბურთელმა რა წვლილი შეიტანა იმერელთა გუნდის წარმატება-წარუმატებლობაში.
მეკარეები
ზესტაფონელთა სამი მეკარიდან 19-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერ კახა მეშველიანს დუბლებში მოუწია თამაშმა. როინ კვასხვაძემ და ზურაბ მამალაძემ კი 18-18 მატჩი ჩაატარეს. შესაბამისად, 33 გაშვებულ და უფრო მეტ არგაშვებულ გოლში წვლილიც თანაგუნდელებთან ერთად უნდა გადაინაწილონ. მეკარეთა და მთლიანად გუნდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მიღებულზე გაცილებით მეტი ბურთი გაიტანეს იმერლებმა და ბურთების ბალანსიც დადებითი (+25) აქვთ.
მცველები
დაცვა ამ გუნდის ერთ-ერთი სტაბილური რგოლია. უკრაინულ "დნიპროში" გადასული უჩა ლობჟანიძე ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ალექსი ბენაშვილმა ჩაანაცვლა. დაცვის ცენტრში მოქმედებს გიორგი ხიდეშელისა და გიორგი ონიანის ტანდემი, მარცხნივ კი ზაალ ელიავა, რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. აუცილებლად უნდა გამოვყოთ 17 წლის მცველი მამუკა კობახიძე, რომელმაც 12 მატჩში იასპარეზა და ისე წარმოჩნდა, რომ ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებაც კი მიიქცია. "ზესტაფონს" რიგის "სკონტოდან" მცველი დავით გამეზარდაშვილიც დაემატა, მაგრამ მან მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბის შეცვლაც გადაწყვიტა.
ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვასთან ერთად, მცველებმა გოლებიც გაიტანეს. მთლიანად გატანილი 58 გოლიდან 4 სწორედ უკანა ხაზის მოთამაშეებზე მოდის - ხიდეშელი 2 გოლის ავტორია, ელიავა და ონიანი კი თითოსი.
ნახევარმცველები
ზესტაფონელთა ტვინი და ძრავა, ერთად აღებული, ნახევარდაცვაა. თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, მურთაზ დაუშვილი, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია - ეს ფეხბურთელები არა მარტო "ზესტაფონში", მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატში გამორჩეული ფიგურები არიან. ამის გამო იყო, რომ აფციაურმა თემურ ქეცბაიას ყურადღება მიიქცია. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის კამერუნთან ამხანაგურ მატჩშიც ათამაშა.
ნახევარდაცვა ამ გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლი რომაა, ეს შედეგიანობიდანაც ჩანს. შუა ხაზის ფეხბურთელებმა მთლიანობაში გატანილი 58 გოლიდან, თითქმის ნახევარი - 22 გაიტანეს. ყველაზე მეტი - 6 გოლი ლევან კორღალიძეზე (მოლდოვურ "დაჩიაში" დაბრუნდა) მოდის. 4-4 გოლი ძარიამ და ბენაშვილმა გაიტანეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ბენაშვილს, ნახევარდაცვასთან ერთად, დაცვაშიც ხშირად უწევდა თამაში. არ უნდა გამოგვრჩეს 22 წლის შუახაზელი თორნიკე გორგიაშვილი, რომელმაც 18 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა. 2 გოლის ავტორია აფციაური, თითო ბურთი კი დაუშვილის, გრიგალაშვილისა და 19 წლის გიორგი ჭანკოტაძის ანგარიშზეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გულშემატკივარი გრიგალაშვილისგან ნამდვილად ერთ გოლზე მეტს ელოდა.
თავდამსხმელები
ნახევარდაცვასთან ერთად, "ზესტაფონის" ერთ-ერთი გამორჩეული რგოლი თავდასხმაა. რა გასაკვირია, რომ ფორვარდებზე ყველაზე მეტი - 32 გოლი მოდის. თავად განსაჯეთ, მე-20 ეროვნული ჩემპიონატის მთავარი ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილია, რომელსაც გასულ ზაფხულს გეგუჩაძემ "დაჩიადან" ჩამოყვანილი მეგოლე ჯაბა დვალი შეუწყვილა. გელაშვილმა ამჯერად 16, ხოლო დვალმა 12 გოლი გაიტანა.
38 წლის ზურაბ იონანიძეს მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოუწია თამაშმა. სანაცვლოდ, 13 მატჩი ჩაატარა რატი წინამძღვრიშვილმა და მხოლოდ ერთი გოლი "იკმარა". მისი შესაძლებლობების თავდამსხმელისთვის მხოლოდ ერთი გოლი ცალსახად ნეგატიური შედეგია. ასევე მეტს ელოდნენ გიორგი მიქაბერიძისგანაც, რომელიც იმერლებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ტყიბულის "მეშახტიდან" გასული სეზონის დაწყებამდე დაიმატეს. და კიდევ ერთ, იმედის მომცემ ახალბედა თავდამსხმელზეც უნდა ვთქვათ - 19 წლის ნიკოლოზ ჩიხლაძემ ზესტაფონელთა დუბლებში გოლებით მიიქცია ყურადღება. გასულ სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა ძირითად გუნდში და 3 გოლიც გაიტანა. ჩიხლაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისა, პოტენციალი აქვს და მთავარია, საკუთარ თავზე მუშაობა გააგრძელოს, რათა მომდევნო სეზონში უკეთ წარმოჩნდეს.
გაზეთი "ლელო" |
XXI-ე ეროვული ჩემპიონატის (2009-2010 წლების სეზონი) საბოლოო ცხრილი. |
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ოლიმპი |
36 |
25 |
7 |
4 |
69-26 |
79 |
2 |
დინამო |
36 |
22 |
8 |
6 |
62-19 |
74 |
3 |
ზესტაფონი |
36 |
19 |
10 |
7 |
58-33 |
67 |
4 |
ვიტ-ჯორჯია |
36 |
17 |
13 |
6 |
48-31 |
64 |
5 |
სპარტაკი (ცხ) |
36 |
11 |
10 |
15 |
44-58 |
43 |
6 |
სიონი |
36 |
8 |
14 |
14 |
27-43 |
38 |
7 |
სამტრედია |
36 |
10 |
7 |
19 |
43-68 |
37 |
8 |
ბაია |
36 |
7 |
11 |
18 |
29-48 |
32 |
9 |
ლოკომოტივი |
36 |
5 |
11 |
20 |
19-50 |
26 |
10 |
გაგრა |
36 |
5 |
9 |
22 |
30-59 |
24 |
|
”ოლიმპს” დაკლებული აქვს 3 ქულა. ”ზესტაფონი”-”ოლიმპის” შეხვედრაში ორივე გუნდს ჩაეთვალა წაგება 0-3
ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები |
ფეხბურთელი |
თამაში |
ყვითელი |
წითელი |
გოლი
|
ელიავა |
36 |
1 |
- |
1 |
ბენაშვილი |
34 |
4 |
- |
4 |
ხიდეშელი |
33 |
5 |
1 |
2 |
ძარია |
33 |
1 |
- |
4 |
დვალი |
33 |
5 |
- |
12 |
გ. ონიანი |
32 |
9 |
- |
1 |
დაუშვილი |
32 |
5 |
1 |
1 |
გელაშვილი |
31 |
4 |
- |
16 |
აფციაური |
30 |
5 |
- |
2 |
კორღალიძე |
28 |
- |
- |
6 |
გრიგალაშვილი |
23 |
2 |
1 |
1 |
რ. კვასხვაძე |
18 |
- |
- |
- 14 |
მამალაძე |
18 |
- |
- |
- 16 |
გორგიაშვილი |
18 |
- |
- |
3 |
ლობჟანიძე |
15 |
2 |
1 |
- |
წინამძღვრიშვილი |
13 |
- |
- |
1 |
ნ. კვასხვაძე |
12 |
1 |
- |
- |
კობახიძე |
12 |
2 |
- |
- |
ცხადაია |
11 |
1 |
- |
- |
გამეზარდაშვილი |
9 |
- |
- |
- |
ჩიხლაძე |
8 |
- |
- |
3 |
მიქაბერიძე |
8 |
- |
- |
- |
ლომია |
6 |
- |
- |
- |
ჭანკოტაძე |
2 |
- |
- |
1 |
მაკარიანი |
2 |
- |
- |
- |
იონანიძე |
1 |
- |
- |
- |
|
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ-მეორე წრეების სატურნირო ცხრილი .
|
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ოლიმპი |
18 |
14 |
3 |
1 |
42-12 |
45 |
2 |
ზესტაფონი |
18 |
11 |
5 |
2 |
31-15 |
38 |
3 |
ვიტ-ჯორჯია |
18 |
9 |
6 |
3 |
26-18 |
33 |
4 |
დინამო |
18 |
9 |
5 |
4 |
29-11 |
32 |
5 |
სპარტაკი (ცხ) |
18 |
6 |
5 |
7 |
25-30 |
23 |
6 |
სამტრედია |
18 |
6 |
4 |
8 |
24-35 |
22 |
7 |
სიონი |
18 |
3 |
8 |
7 |
12-25 |
17 |
8 |
გაგრა |
18 |
3 |
5 |
10 |
18-30 |
14 |
9 |
ბაია |
18 |
3 |
3 |
12 |
15-27 |
12 |
10 |
ლოკომოტივი |
18 |
1 |
6 |
11 |
6-25 |
9 |
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე-მეოთხე წრეების სატურნირო ცხრილი .
|
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
დინამო |
18 |
13 |
3 |
2 |
33-8 |
42 |
2 |
ოლიმპი |
18 |
11 |
4 |
3 |
27-14 |
37 |
3 |
ვიტ-ჯორჯია |
18 |
8 |
7 |
3 |
22-13 |
31 |
4 |
ზესტაფონი |
18 |
8 |
5 |
5 |
27-18 |
29 |
5 |
სიონი |
18 |
5 |
6 |
7 |
15-18 |
21 |
6 |
სპარტაკი (ცხ) |
18 |
5 |
5 |
8 |
19-28 |
20 |
7 |
ბაია |
18 |
4 |
8 |
6 |
14-21 |
20 |
8 |
ლოკომოტივი |
18 |
4 |
5 |
9 |
13-25 |
17 |
9 |
სამტრედია |
18 |
4 |
3 |
11 |
19-33 |
15 |
10 |
გაგრა |
18 |
2 |
4 |
12 |
12-29 |
10 |
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ტოპ-ოთხეულის სატურნირო ცხრილი .
|
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
დინამო |
12 |
5 |
4 |
3 |
14-8 |
19 |
2 |
ოლიმპი |
12 |
5 |
4 |
3 |
11-14 |
19 |
3 |
ვიტ-ჯორჯია |
12 |
3 |
5 |
4 |
9-10 |
14 |
4 |
ზესტაფონი |
12 |
2 |
3 |
7 |
11-19 |
9 |
”ზესტაფონი”-”ოლიმპის” შეხვედრაში ორივე გუნდს ჩაეთვალა წაგება 0-3
|