"ზესტაფონი" სტუმრად ჩემპიონთან.
2010 წლის 15 მაისს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთხუთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსთავში ესტუმრა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს”.
მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზაციაში მასპინძლებმა უფრო გამოიჩინეს თავი. ანგარიში 16-ე წუთზე გაიხსნა - მახვილი კუთხიდან გიორგი ჭედიას დარტყმულმა ჯერ ზურაბ მამალაძის კარის ძელი მოძებნა და ამის შემდეგ ბადეშიც გაეხვია. მალე საბა ლომიას მართებდა გათანაბრება, თუმცა მისი თავურის შემდეგ ძალიან რთული ბურთის მოგერიება გრიგოლ ჭანტურიამ მოახერხა. 29-ე წუთზე კი ანგარიში 2-0 გახდა - რუსთაველთა მეორე გოლი გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ერთი ბურთი გაჰქვითეს - 47-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა ბურთი რუსთაველთა გოლკიპერ გრიგოლ ჭანტურიას ფეხებს შორის გააძვრინა, თუმცა 56-ეზე გივი კვარაცხელიამ რუსთაველთა ორბურთიანი "ჰანდიკაპი" აღადგინა. ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ჩემპიონთა გამარჯვება 3-1.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარცხის მიუხედავად, იმერლები, მეორედ კლუბის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
|
20/05/2010 - ”ოლიმპი” (რუსტავი) - ”ზესტაფონი" 3-1 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი 36-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 20 მაისს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ”ბაია” იქნება ...
|