2010 წლის 5 მაისს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. ზესტაფონში, დათო აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქვეყნის ექს-ჩემპიონ თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა.
მატჩის პირველი ნახევარი ძალიან სანახაობრივ ბრძოლაში წარიმართა - გუნდებმა ტაიმი ორმხრივ იერიშებში გაატარეს და მომენტებიც ორივე კართან მრავლად იქმნებოდა. ამის მიუხედავად, დათო აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა - მიმდინარეობდა 6-ე წუთი, როდესაც ვეტერინარები გიორგი დათუნაიშვილმა დააწინაურა.
მეორე ტაიმი კი მასპინძელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებს რამდენიმე ეპიზოდში ნამდვილად მართებდათ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მატჩის ბედის შემობრუნება იმერლებმა ვერ მოახერხეს. შედეგად, ზესტაფონელთა ზედიზედ მეორე მარცხი ეროვნული პირველობის შეხვედრებში, ამჯერად 0-1.
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 9 მაისს გორში გამართავს. იმერელთა მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” იქნება ...