2010 წლის 9 აპრილს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის პირველი მატჩი. დათო აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე იმერული დერბი გაიმართა - ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბს ”სამტრედიას” უმასპინძლა.
მატჩის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი ოვაციით შეეგება ინფორმაციას ზესტაფონის ცენტრალური სტადიონისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ახლახახან გარდაცვლილი გენერალური დირექტორის, წარსულში ფეხბურთელისა და თვალსაჩინო საფეხბურთო მოღვაწის, ბატონი დათო აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ ...
აღსანიშნავია, რომ სამტრედიელებთან შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება გახლდათ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისათვის” საიუბილეო 100-ე გამარჯვება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 აპრილს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება ...