09.04.2010

 

 

სტადიონს დათო აბაშიძის სახელი მიენიჭა.

 

 

 

2010 წლის 9 აპრილს შესრულდა 40 დღე საფეხურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალური დირექტორის, ვეტერანი ფეხბურთელისა და თვალსაჩინო საფეხბურთო მოღვაწის, ბატონი დავით (დათო) აბაშიძის გარდაცვალებიდან.


ბატონი დათო აბაშიძის მიერ ზესტაფონური ფეხბურთის აღორძინებისა და განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილის, საზოგადოებრივი აზრის  და  საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის  სურვილის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 9 აპრილს  საფეხურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზესტაფონის ცენტრალური სტადიონისათვის დათო აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005