21.03.2010

 

 

კლუბის პრეზიდენტი გულშემატკივარს შეხვდა.

 

 

 

 

20 მარტს უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში გაიმართა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა შეხვედრა კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან.

 

იმის მიუხედავად, რომ გუშინდელი ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყო და მიმდინარეობდა სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს სარაგბო ნაკრები ქალაქ ტრაბზონში რუს მორაგბეებს ამარცხებდა, შეხვედრამ ზესტაფონელი გულშემატკივრის უდიდესი ინტერესი გამოიწვია. კლუბის პრეზიდენტს უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში 400-მდე ქომაგი დახვდა.

შედგა გულახდილი საუბარი კლუბის, გუნდისა და გულშემატკივრის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე, შეხვედრის დასრულებისთანავე კი ყველამ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გადაინაცვლა, სადაც მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა დაპირისპირება შედგა ...

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის სანახავად დააჭირეთ აქ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005