14.03.2010

 

 

 

საშინაო ფრე ცხინვალელებთან.

 

 

2010 წლის 14 მარტს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ევროსაგზურისათვის მებრძოლ ცხინვალის საფეხბურთო კლუბს ”სპარტაკს”.

 

საკმაოდ უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს ცხინვალელთა კართან. სტუმართა კარის აღების რეალური შესაძლებლობები მიეცათ შოთა გრიგალაშვილს, მურთაზ დაუშვილს, ალექს ბენაშვილს, ჯაბა დვალს. მათი შორიდან დარტყმულები სტუმართა გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილის კარისთვის დიდ ხიფათს შეიცავდა, მაგრამ მასპინძლებმა ვერცერთ ეპიზოდში ვერ იხეირეს. ზედიზედ ორ ეპიზოდში უნდა გაეტანა ნიკოლოზ გელაშვილს, თუმცა იმერელთა ბომბარდირსაც მიზანმა უმტყუნა. შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა ერთგვარი შტურმიც მოაწყვეს შიდაქართლელთა კართან, თუმცა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს ამ საღამოს გოლის ხილვა არ ეწერა - დასანანი ფრე 0-0.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მთელი ორი ტაიმი შეტევებში გავატარეთ. საკმაოდ გააზრებული შეტევები გვქონდა, მაგრამ ბოლო დარტყმა ხან ძელს მოხვდა, ხან კარის ხაზიდან გამოიტანა მოწინააღმდეგემ. მეტოქე მთელი გუნდით თავს იცავდა, ჩვენ კი, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოგებას გოლი სჭირდება, რომელიც ვერ გავიტანეთ".

 

14/03/2010 - - ”ზესტაფონი” - ”სპარტაკი” 0-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 20 მარტს გამართავს. იმერელთა მეტოქე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005