04.03.2010

 

 

”ზესტაფონმა” მოამაგე დაკარგა.

 

 

 

დავით აბაშიძე

დრო მიდის, დროს ვერაფერი აჩერებს და სამწუხაროდ, წუთისოფელს საკუთარ ქალაქსა და ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები ემშვიდობებიან. 2010 წლის 1 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძე დაკარგა, ადამიანი, რომელიც მართლაც რომ უპირველესი მოამაგეთაგანი იყო კლუბისა და თავისი ქალაქის.

ვეტერან ფეხბურთელს (ბატონ დავითს ზესტაფონის "მეტალურგში" და ახალციხის "მესხეთში" უთამაშია - ს. კ. ”ზესტაფონი” პრეს-სამსახური) უსაზღვროდ უყვარდა სპორტის ეს სახეობა. ბოლოს, შეუძლოდ რომ იყო, მეგობრებს თხოვდა, თამაშის შემდეგ წამსვე დამირეკეთ, გამაგებინეთ გუნდმა როგორ ითამაშაო. სული ფეხბურთის სიყვარულში დალია ...

რომ არა დათო აბაშიძე, ”ზესტაფონი” ამდენ დაბრკოლებას ვერ გადალახავდა, ათას ხილულ თუ უხილავ ბარიერს ასე მოხერხებულად ვერ გადაევლებოდა, არ იქნებოდა ასეთი გამართული, პროგრესის გზაზე მდგარი ...

სამწუხაროდ, ჩვენგან ასეთი ადამიანებიც მიდიან ...

 

ალეკო კაკაურიძე
   
FC ZESTAFONI © 2005