განათებული საღამო ზესტაფონში.
2010 წლის 8 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საშინაო არენაზე დაუპირისპირდა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს”.
დილიდან ზესტაფონში ”ფეხბურთის სუნი” ტრიალებდა. გუნდის გულშემატკივრებმა საგანგებო ”საფეხბურთო მარშიც” მოაწყვეს ქალაქის ქუჩებში - გუნდის სიმბოლიკით დამშვენებულმა საავტომობილო კოლონამ ზესტაფონის ქუჩები შემოიარა და ქომაგებს სტადიონზე მოსვლისაკენ მოუწოდა. საღამოს კი, ოფიციალური შეხვედრისათვის პირველად განათებულ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე 3 000-მდე გულშემატკივარმა მოიყარა თავი, ფეხბურთის იმერელ გულშემატკივარს მხარი რკინიგზელთა ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებმაც აუბეს და სტადიონზე არაჩვეულებრივი საფეხბურთო გარემოს შექმნაში თავისი წვლილიც შეიტანეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ოთხი აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს თბილისელთა კართან - მიზანთან ახლოს ორჯერ ჯაბა დვალი იყო (დღევანდელი ”იუბილარს” ორივეჯერ მიზანმა უმტყუნა), ასევე უნდა ”დაელაშქრათ” მეტოქის კარი ნიკა გელაშვილსა და შოთა გრიგალაშვილს, მაგრამ რკინიგზელთა კარი ორივეჯერ მეკარე მაქსიმე ქვილითაიას სასწაულმა რეაქციამ გადაარჩინა.
სამაგიეროდ, მიზანმა არ უმტყუნა მცველ გიორგი ხიდეშელს, რომელმაც 12-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ბადეში თავით გადაგზავნა - 1-0. 33-ე ანგარიში გათანაბრდა - ”ზესტაფონის” დაცვის უყურადღებობით ზვიად მეტრეველმა კარგად ისარგებლა. მასპინძლები ამის შემდეგაც ფლობდნენ დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მრავალი მომენტიც შექმნეს სტუმართა კართან, თუმცა, საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
|
08/02/2010 - ”ზესტაფონი” - ”ლოკომოტივი” (თბილისი) 1-1 |
დაწვრილებით: |
|