29.01.2010

 

 

მატჩი ”ლეგიასთან”.

 

 

2010 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ესპანური შეკრების მეორე ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე ამჯერად პოლონური ფეხბურთს მოწინავე კლუბი, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ვარშავის საფეხბურთო კლუბი ”ლეგია” გახლდათ.

ზესტაფონელთა მეტოქე დღევანდელ შეხვედრაში პოლონეთის 8-გზის ჩემპიონი, თასის 13-გზის და ქვეყნის სუპერთასის 4-გზის მფლობელი, ვარშავის ”არმიელთა” გუნდი გახლდათ. ისევე, როგორც ავსტრიელებთან 3 დღის წინ გამართული მატჩი, ეს შეხვედრაც ქალაქ ესტეპონას გოლფ-კლუბ ”Doña Julia" -ს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა, ოღონდ ამჯერად ადგილობრივი დროით 13:00 (თბილისის დროით - 16:00) საათზე დაიწყო. პოლონეთის ჩემპიონატის მეორე გუნდი ქართველებს შერეული შემადგენლობით დაუპირისპირდა, ასევე ექსპერიმენტალური შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე ზესტაფონელებიც.

უნდა ითქვას, რომ შეხვედრა საკმაოდ ძლიერი ქარის ”აკომპანემენტით” წარიმართა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გუნდები გეგმაზომიერად ეძებდნენ მეტოქის კარის ”გასაღებს”, მაგრამ ყველაზე სახიფათო მომენტის შექმნა მაინც ქართველებმა მოახერხეს - 23-ე წუთზე კორღალიძე-აფციაურის სწრაფ კომბინაციას სწორედ ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, თუმცა პოლონელთა ”კარის დარაჯმა” სასწაულებრივად შეძლო ურთულესი ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასწყისში სათამაშო უპირატესობას პოლონელი ფეხბურთელები დაეუფლნენ, მათ ზედიზედ რამდენიმე კუთხური ჩამოაწოდეს ზესტაფონელთა კართან და ბოლოს მიზანსაც მიაღწიეს - 65-ე წუთზე მორიგი კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ პოლონელთა მხარეს ქარიც აღმოჩნდა და გუნდში სინჯებზე მყოფ ჩინელ ფორვარდ დონგ ფანჟუს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ზესტაფონელებმა 8 წუთში უპასუხეს - თორნიკე გორგიაშვილის დარტყმული მაცეი გოსტომსკის კარის მარცხენა კუთხეში გაეხვია. ამის შემდეგ მატჩი ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა, გადამწვეტი კი მატჩის კომპენსირებული წუთები გამოდგა - 92-ე წუთზე ჯაბა დვალის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ბურთი პოლონელთა კარში კარენ მაკარიანიმა გადაგზავნა, ზუსტად ერთ წუთში კი ნიკა გელაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო წერტილიც დასვა -ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

 

29/01/2010 - ”ლეგია” (ვარშავა, პოლონეთი) - ”ზესტაფონი” 1-3

”ზესტაფონი”: მამალაძე, მჭედლიშვილი, კობახიძე, , ხიდეშელი (კაჭკაჭიშვილი, 46), ელიავა (მაკარიანი, 52), დაუშვილი (ცხადაია, 60), ძარია (დვალი, 46), აფციაური (გრიგალაშვილი, 46), კორღალიძე (გორგიაშვილი, 71), ბენაშვილი, წინამძღვრიშვილი (გელაშვილი, 46).

”ლეგია”: მახნოვსკი (გოსტომსკი, 46), იარჟებოვსკი, კუმბევი (დიკსონი, 84), კომოროვსკი, კიელბოვიჩი, რადოვიჩი, კასენუ, სმოლინსკი, ზირო (რიბუსი, 84), კოსეცკი, ფანგჟუ.

შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 1 თებერვალს მოსკოვის ”ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005