24.01.2010

 

 

ზესტაფონელები ესტეპონაში.

 

 

2010 წლის 23 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიუნხენისა და პალმა დე მალიორკას გავლით მალაგაში ჩაფრინდა. ხოლო მალაგადან ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდი დანიშნულების ადგილას, ქალაქ ესტეპონაში ჩავიდა ...

 

გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”H 10 Estepona Palace”-ში, სადაც იმერელთა გარდა, სეზონის განახლებისათვის ემზადება ზაპოროჟიეს ”მეტალურგიც” (უკრაინა). დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით- 13:00 საათი), გუნდმა ესტეპონას გოლფ-კლუბ ”Doña Julia"-ს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშა. გია გეგუჩაძის განკარგულებაში შეკრებაზე წამოსული 22 ფეხბურთელი გახლდათ.

”ზესტაფონის” ფეხბურთელების უმრავლესობა ჯანმრთელადაა, ერთადერთი გამონაკლისია ზურაბ მამალაძე, რომელსაც უმნიშვმელო ტრავმა აწუხებს და ამ ეტაპზე ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. უნდა ითქვას, რომ ბიჭები სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს. დღეიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

26 იანვარს ზესტაფონელები ესპანურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ - ქართველთა მეტოქე ავსტრიის 23-გზის ჩემპიონი, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ვენის ”აუსტრია” იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

   
   

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005