|      ”ზესტაფონი” ესპანეთში გაემგზავრა.     
                
                  |  |  
                  | 
                      ”ზესტაფონი” ესპანეთში პირველად გაემგზავრა  |   2010 წლის 23 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრა ესპანეთში, სადაც 23 იანვრიდან 2 თებერვლამდე  პერიოდში გაიმართება სეზონის განახლებისათვის  მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.        პირენეის ნახევარკუნძულზე  გუნდის შემდეგი  ფეხბურთელები გაემგზავრნენ: მეკარეები:  როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი; მცველები: უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მჭედლიშვილი, მამუკა კობახიძე;  ნახევარმცველები:  ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი,  ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, გიორგი ცხადაია; თავდამსხმელები:  ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი.  საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი მიქაბერიძე თანაგუნდელებს 26 იანვარს შეურთდება.  გუნდი ესპანეთის სამეფოში თბილისი-მიუნხენი-პალმა დე მალიორკა-მალაგა-ესტეპონას მარშრუტით გაემგზავრა. დღესვე, სასტუმრო ”H 10 Estepona Palace”-ში დაბინავების შემდეგ, გუნდმა პირენეულ შეკრებაზე თავის პირველი ვარჯიშიც ჩაატარა ...    |