დუბლიორების კიდევ ერთი სპარინგი.
17 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობამ გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელს, ”ავსალარსპორს” დაუპირისპირდა.
ზესტაფონელთა რეზერვისტებს პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეემატა, ამის გამო გუნდმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ჩაატარა : მეშველიანი (კიკაბიძე, 46), მჭედლიშვილი (ამაშუკელი,46), კაჭკაჭიშვილი (კუბლაშვილი, 30), კობახიძე (სარდანაძე, 80),მაკარიანი (ლურსმანაშვილი, 46 ), ცხადაია (გურაბანიძე, 46 ), გორგიაშვილი (გიორგობიანი, 46(გაჩეჩილაძე, 74)), ბენაშვილი (კაპანაძე, 46), ნ. კვასხვაძე (კიკნაველიძე, 46), ჯოხაძე (ჩიხლაძე, 46), ლომია (ღირდალაძე, 68).
შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველთა დიდი უპირატესობით წარიმართა და უკვე 14-ე წუთზე ნიკა კვასხვაძემ ზესტაფონელები დააწინაურა. იმერლებს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ გატანა, თუმცა შეზვედრის პირველი ნახევარი მათი მხოლოდ მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ”სარილარსპორის” ფეხბურთელებმა შეუტიეს მარგველებს და ორჯერ (52-ე და 54-ე წუთებზე) დალაშქრეს კიდეც გეგა კიკაბიძის კარი, მაგრამ, სტუმართა სასახელოდ, უნდა ითქვას, რომ 70-ე წუთზე მათ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - გოლი შორიდან ულამაზესი დარტყმით ნიკოლოზ ჩიხლაძემ გაიტანა, შედეგად ფრე - 2-2.
|